შეტყობინება შპს „არგოს“

ოქტომბერი 07, 2016 13:10

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების”  36-ე მუხლის მე-14 პუნქტის  შესაბამისად, გატყობინებთ, რომ 2016 წლის 13 ოქტომბერს, 15:00 საათზე, მისამართზე: 0144 ქ.თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18, გაიმართება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში ,,კომისია“) სხდომა, სადაც განიხილება შპს „არგოსათვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი, მის მიერ ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა) და ბ)  ქვეპუნქტების,  მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 25 ივლისის №421/19 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადებისა და ახალი სტატისტიური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის  2011 წლის 25 მარტის N144/22 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ძალადაკარგულად ცნობისა და სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2016 წლის 11 თებერვლის N95/19 გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის  და „რეგულირების საფასურის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ კომისიის 2005 წლის 28 ოქტომბრის №12 დადგენილების  დარღვევის  გამო (საფუძველი: კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის 2016 წლის 26 აგვისტოს №10/8996-16-16 მოხსენებითი ბარათი და კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2016 წლის 5 ოქტომბრის  N10/10605-16 სამსახურებრივი ბარათი).

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღია 2016 წლის 7 ოქტომბერი. გაცნობებთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ კომისიაში წარადგინოთ მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით, გაეცნოთ ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, მოითხოვოთ ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტების და სხვა მასალების ასლები. 

გთხოვთ, უზრუნველყოთ თქვენი უფლებამოსილი წარმომადგენლის მონაწილეობა კომისიის სხდომასა და ადმინისტრაციულ წარმოებაში.

 

დანართი:

  1. კომისიის აპარატის ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის რ. სხირტლაძის  2016 წლის 26 აგვისტოს  №10/8996–16  მოხსენებითი ბარათი - 1 ფურც.;
  2. კომისიის აპარატის საფინანსო დეპარტამენტის 2016 წლის 5 ოქტომბრის  N10/10605-16 სამსასურებრივი ბარათი.

ვახტანგ აბაშიძე                                                                                                                                                                                კომისიის თავმჯდომარე