შეტყობინება შპს „ჩინს“

მარტი 24, 2017 18:51

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის არა ერთი მცდელობის მიუხედავად შპს „ჩინს“ ვერ ჩაბარდა შეტყობინება ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საკითხის განხილვის, სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ. შესაბამისად, შპს „ჩინისთვის“ გაგზავნილი წერილი საჯაროდ ქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე. 

კომისიას მიაჩნია, რომ შეტყობინების ვებგვერდზე (www.gncc.ge) და კომისიის ოფისში საჯარო ადგილზე გამოქვეყნება შპს „ჩინისთვის“გაცნობის ალტერნატიული ფორმაა.

თანდართული დოკუმენტები: