შეტყობინება შპს „ინფო ცენტრს“

მარტი 24, 2017 18:41

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის არა ერთი მცდელობის მიუხედავად შპს „ინფო ცენტრს“ ვერ ჩაბარდა შეტყობინება ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საკითხის განხილვის, სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ. შპს „ინფო ცენტრისთვის“ გაგზავნილი წერილი საჯაროდ ქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

კომისიას მიაჩნია, რომ შეტყობინების ვებგვერდზე (www.gncc.ge) და კომისიის ოფისში საჯარო ადგილზე გამოქვეყნება შპს „ინფო ცენტრისთვის“ გაცნობის ალტერნატიული ფორმაა.

 

თანდართული დოკუმენტები: