შეტყობინება შპს „Qaudriga EMEA Limited”-ს

მარტი 24, 2017 18:46

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის არა ერთი მცდელობის მიუხედავად შპს „Qaudriga EMEA Limited”-ს ვერ ჩაბარდა შეტყობინება ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საკითხის განხილვის, სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ. შპს „Qaudriga EMEA Limited”-სთვის გაგზავნილი წერილი საჯაროდ ქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე. 

კომისიას მიაჩნია, რომ შეტყობინების ვებგვერდზე (www.gncc.ge) და კომისიის ოფისში საჯარო ადგილზე გამოქვეყნება შპს „Qaudriga EMEA Limited”-სთვის გაცნობის ალტერნატიული ფორმაა.

თანდართული დოკუმენტები: