შეტყობინება სს „New Generation Aim“-ს

მარტი 24, 2017 18:43

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის არა ერთი მცდელობის მიუხედავად სს „New Generation Aim“-ს ვერ ჩაბარდა შეტყობინება ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე საკითხის განხილვის, სხდომის ჩატარების ადგილისა და თარიღის შესახებ. სს „New Generation Aim“-სთვის გაგზავნილი წერილი საჯაროდ ქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე. 

კომისიას მიაჩნია, რომ შეტყობინების ვებგვერდზე (www.gncc.ge) და კომისიის ოფისში საჯარო ადგილზე გამოქვეყნება სს „New Generation Aim“-სთვის გაცნობის ალტერნატიული ფორმაა.

თანდართული დოკუმენტები: