საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სატენდერო კომისიის გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

იანვარი 23, 2009

 

24 იანვარი  2009 წელი

 

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (ქ. თბილისი, ქ.წამებულის გამზირი / ბოჭორმის ქ 50/18) აცხადებს ტენდერს კომისიის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე 8 ლოტად და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინ­ტერესებულ პირს.

დაფინანსების წყარო – კომისიის ბიუჯეტი.

2. შესყიდვის ობიექტია:

ლოტი -1 ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე მომსახურების სრული პაკეტი:

ა/მანქანის მარკა

რაოდენობა

1

ტოიოტა ავენსისი

2

2

ტოიოტა ლანდ კრუიზერ 200

1

3

ტოიოტა ლანდ კრუიზერი პრადო

1

 

ლოტი -2

აუდი A 6 ყველგანმავალი

1

 

ლოტი - 3

ნისან მურანო

1

 

ლოტი - 4

ბმვ 728

1

 

ლოტი - 5

მიცუბიში პაჯერო

1

 

ლოტი - 6

დოჯ ქარავანი

1

 

ლოტი - 7

ფოლცვაგენ ტრანსპორტერი

1

 

ლოტი - 8

უაზ ჰანტერი

1

 

3. მომსახურების გაწევის ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2009 წლის 31 დეკემბრამდე.

4. დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემების                                                        დამადასტურებელი დოკუმენტები და სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ, ქართულ ენაზე სამ ეგზემ­პლა­რად (ერთი დედნის და ორი ასლის სახით) 2009 წლის 24 იანვრის 10:00 საათიდან 2009 წლის 12 თებერვლის 18:00 სასათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ქ.წამებულის გამზირი/ბოჭორმის ქ. 50/18 (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, 1 სართული, ოთახი 2).

5. საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:

5.1.პრეტენდენტი იურიდიული პირისათვის:

ა) შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);

ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (საგადასახადო ინაპექციიდან);

გ) ცნობა შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის ქონებაზე ყადაღის არარსებობის შესახებ (ცნობა წარმოდგენილი უნდა იქნეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);     

დ) ინფორმაცია მის მიერ ანალოგიური მომსახურების გაწევის შესახებ.

5.2. პრეტენდენტი ფიზიკური პირისათვის:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

ბ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან).

გ) ცნობა საჯარო რეესტრიდან მის ქონებაზე ყადაღის არ არსებობის შესახებ.

დ) ცნობა საგადასახადო დეპარტამენტიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ.

ე) ინფორმაცია მის მიერ ანალოგიური მომსახურების გაწევის შესახებ.

5.3. ინდივიდუალური მეწარმისათვის:

ა) ინდივიდუალური მეწარმის მოწმობა (საგადასახადო ორგანოდან);

ბ) ცნობა საგადასახადო დეპარტამენტიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ.

გ) ცნობა საჯარო რეესტრიდან მის ქონებაზე ყადაღის არ არსებობის შესახებ.

დ) ინფორმაცია მის მიერ ანალოგიური მომსახურების გაწევის შესახებ.

6. პირი ვერ გაივლის საკვალიფიკაციო შერჩევას, თუ იგი ზემოთ დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს მე-5 პუნქტში მოცემულ ყველა ცნობას და ინფორმაციას ან რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება.

7. საკვალიფიკაციო შერჩევა მოხდება 2009 წლის 12  თებერვალს 18:00 საათზე.

8. გამარჯვებული გამოვლინდება 2009 წლის 13 თებერვალს 17:00 საათზე.

9. პრეტენდენტებს უფლება აქვთ წარმოადგინონ ერთი სატენდერო წინადადება თითოეულ ლოტზე.

10. ერთ ლოტზე გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.

 

11. სატენდერო დოკუმენტაციის მიღება პრეტენდენტებს შეეძლებათ 2009 წლის 24 იანვრის 10:00 სთ-დან 2009 წლის 12 თებერვლის 18:00 სთ-მდე : ქ. თბილისი, ქ. წამებულის გამზირი, ბოჭორმის ქ. 50/18. (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, 1 სართული, ოთახი 2) დაუყოვნებლივ მას შემდეგ, რაც წარმოადგენენ განაცხადს ტენდერში მონაწილეობაზე და 200 (ორასი) ლარის ოდენობის სატენდერო მოსაკრებლის გადახდის ქვითარს (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, თი-ბი-სი ბანკი, ბანკის კოდი 220101830, ანგარიშის № 609326, საიდენტიფიკაციო კოდი 204953050).        

12. პრეტენდენტს სატენდერო წინადადებების მომზადებასთან  და სატენდერო კომისიაში წარდგენასთან დაკავშირებული ხარჯები არ აუნაზღაურდებათ.

13. დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგი პირისაგან – სატენდერო კომისიის აპარატის წევრი: გრიგოლ სულუხია: 38-69-57, 899240240, მისამართზე: ქ. თბილისი, ქ. წამებულის გამზირი, ბოჭორმის ქ. 50/18. (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, 1 სართული, ოთახი 2).

14. პრეტენდენტებს სატენდერო მოსაკრებლის გადახდამდე სატენდერო დოკუმენტაციის გაცნობა შეეძლებათ კომისიაში 2009 წლის 24 იანვრის 10:00 სთ-დან 2009 წლის 12 თებერვლის 18:00 სთ-მდე, ქ. თბილისი, ქ. წამებულის გამზირი, ბოჭორმის ქ. 50/18. (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, 1 სართული, ოთახი 2) .

 

სატენდერო კომისია