დასრულებული: ვაკანსია ხარისხის მართვისა და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის პოზიციაზე

დეკემბერი 20, 2017 13:36

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს  გამარტივებულ კონკურსს  კომისიის აპარატის ხარისხის მართვისა და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის ვაკანსიაზე.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში  კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულების მიზნით შექმნილია შიდა აუდიტის სამსახური, რომელიც სხვა ფუნქციებთან ერთად უზრუნველყოფს კომისიის  აპარატის  მართვისა  და  კონტროლის ორგანიზაციული  სისტემების  გაუმჯობესებას, კომისიის  აპარატის  საქმიანობასთან  დაკავშირებული  შიდა  და  გარე  რისკების შეფასებას,  მართვას და  პერიოდული აუდიტის ჩატარებას.

თანამდებობრივი სარგო:  6660  ლარი (დარიცხული);

ანგარიშვალდებულება:    კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, კომისია;

სამუშაოს ტიპი:                სრული განაკვეთი;

გამოსაცდელი ვადა:          6 თვე

 

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები)

ა) კომისიის საქმიანობისა და შედეგების პერიოდული ობიექტური შეფასების ჩატარების ორგანიზება და რეკომენდაციების მომზადება საქმიანობაში ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად;

ბ) კომისიის აპარატის საქმიანობისა და შედეგების სისტემური შეფასება და წინადადებების მომზადება კომისიის სამუშაო პროცესების მართვისა და კონტროლის სისტემის გაუმჯობესებისათვის;

გ) კომისიის აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებული შიდა და გარე რისკების შეფასება და შეფასების საფუძველზე შიდა აუდიტის ყოველწლიური გეგმების შედგენა;

დ) კომისიასთან შეთანხმებული გეგმის შესაბამისად ფინანსური, შესაბამისობისა და ეფექტიანობის აუდიტის ჩატარება;

ე) კომისიის დავალების შესბამისად არაგეგმიური ფინანსური, შესაბამისობისა და ეფექტიანობის აუდიტის ჩატარება;

ვ) ორგანიზაციის ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შესაბამისობის, ეფექტურობისა და ეფექტიანობის შეფასება, რისკების იდენტიფიცირება და შესაბამისი ზომების დასახვა;

ზ) კომისიის აპარატის თანამშრომლების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;

თ) სამუშაო პროცესების აღწერა-ოპტიმიზაციაზე, სამუშაო პროცესების სისტემატური შეფასებასა და ოპტიმიზაციის რეკომენდაციათა მომზადებაზე ზედამხეველობის გაწევა;

ი) ჩატარებული აუდიტის შედეგად რეკომენდირებული ზომების განხორციელებაზე ზედამხედველობის გაწევა და ანგარიშგება;

კ) კომისიის თანამშრომელთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება

ლ) კომისიის სახსრების გამოყენებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი, შეფასება, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების დადგენა;

საკვალიფიკაციო  მოთხოვნები

განათლება: სავალდებულოა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი;  ეკონომიკაში, ბიზნეს ადმინისტრირებაში, ფინანსებში ან  ხარისხის მართვის კუთხით. 

ტრენინგი/კვალიფიკაცია: სავალდებულოა:  ISO 9001   ხარისხის მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკატი. სასურველია სერტიფიკატი პროექტების მართვაში;

სამუშაო გამოცდილება: სულ მცირე 7  წლიანი მუშაობის გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე, საოპერაციო მართვის (მათ შორის ფინასური მართვის),  აღმასრულებელი მმართველის ან სხვა მსგავს ადმინისტრაციულ თანამდებობაზე. 

აპლიკანტს სამუშაო გამოცდილებაში უნდა ჰქონდეს სამუშაო პროცესების აღწერა ოპტიმიზაციისა და  ISO 9001-ის სტანდარტიზაციის გამოცდილება;

უცხოური ენების ცოდნა

  • ინგლისური ენა-  ძალიან კარგი; 

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  

MS Office (Word ძალიან კარგი,   Excel  ძალიან კარგი, MS Visio- კარგი);

ინტერესთა კონფლიქტი:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და   კომისიაში ნებისმიერ პოზიციაზე   არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

ინტერესთა კონფლიქტის ფორმის ნიმუში იხილეთ ატვირთულ ფაილში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება:

მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე hr@gncc.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს- თავისი რეზიუმე,  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები, მუშაობის  დამადასტურებელი დოკუმენტები (შრომის წიგნაკი, ცნობა სამუშაო ადგილიდან ან დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი),   და ხელწერილი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.

საბუთების მიღების ვადაა: 2017 წლის 20 დან 31 დეკემბრამდე. 

კონკურსის ეტაპებია:  საბუთების გადარჩევა და გასაუბრება.

თანდართული დოკუმენტები: