ვაკანსია კომისიის თავმჯდომარის თანაშემწის პოზიციაზე

თებერვალი 06, 2018 18:12

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს გამარტივებულ კონკურსს კომისიის თავმჯდომარის  თანაშემწის პოზიციაზე. 

თანამდებობრივი სარგო:     2497.5 (დარიცხული)

ანგარიშვალდებულება:  კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე;

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

მოთხოვნები:

მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი

სამუშაო გამოცდილება:

ოფის-მენეჯერის ან და თანაშემწის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

უცხოური ენების ცოდნა: ინგლისური ენა C1- დონეზე

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

MS Office (Word,  Excel -კარგი) 

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები)

  1. კომისიის თავმჯდომარის ადმინისტრაციული და ორგანიზაციული მხარდაჭერა;
  2. შემოსული და გასული კორესპონდენციის წარდგენა კომისიის თავმჯდომარისთვის და მიმდინარეობის კონტროლი;
  3. ადმინისტრაციული საქმიანობის მართვა, დახარისხება, შენახვა და შესაბამის პროგრამაში აღრიცხვა;
  4. ზარების მართვა, შესაბამის პირებთან გადამისამართება, საჭიროების შემთხვევაში- ჩანაწერების გაკეთება;
  5. კომისიის თავმჯდომარის შეხვედრების დაგეგმვა/ორგანიზება;  საჭიროების შემთხვევაში - დასწრება; 
  6. კომისიის თავმჯდომარის მიერ სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მენეჯერებზე ან/და თანამშრომლებზე გაცემული დავალებების შესრულების ყოველდღიური და ყოველკვირეული მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშგება თავმჯდომარესთან;
  7. კომისიის თავმჯდომარის შეხვედრების ორგანიზება;
  8. კომისიის თავმჯდომარის სხვა დავალებების შესრულება და მართვა

კომპეტენცია და უნარები:

  • დროის მართვა;
  • ეფექტური ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • აქტიური მოსმენის უნარი;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • უნარები: ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა, ინიციატივა. 

 ინტერესთა კონფლიქტი:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და   კომისიაში ნებისმიერ პოზიციაზე   არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი; 

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი; 

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს; 

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს; 

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს; 

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს; 

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან. 

ინტერესთა კონფლიქტის ფორმის ნიმუში იხილეთ თანდართულ ფაილში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება:

მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე hr@gncc.ge აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს - თავისი რეზიუმე,  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები, მუშაობის  დამადასტურებელი დოკუმენტები (შრომის წიგნაკი, ცნობა სამუშაო ადგილიდან ან დამსაქმებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი);  ხელმოწერილი ხელწერილი  ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.

კონკურსის ეტაპებია:  საბუთების გადარჩევა და გასაუბრება. 

საბუთების მიღების ვადაა:   2018 წლის 6 დან 18 თებერვლის ჩათვლით. 


თანდართული დოკუმენტები: