დასრულებული: ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მაუწყებლობის ბაზრის ანალიზის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე

ოქტომბერი 23, 2017 13:58

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ ატვირთოთ საჭირო დოკუმენტაცია შემდეგ ბმულზე  

პოზიციის დასახელება ბაზრის ანალიზისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მაუწყებლობის ბაზრის ანალიზის მთავარი სპეციალისტი

კონკურსის ტიპი ღია კონკურსი

ორგანიზაცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

ორგანიზაციის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში  კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულების მიზნით შექმნილია ბაზრის ანალიზისა და  სტრატეგიული განვითარების  დეპარტამენტი, რომელიც სხვა ფუნქციებთან ერთად უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო და მაუწყებლობის ბაზრების ანალიზსა და შეფასებას,  კომისიის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას და ზედამხედველობას.                   

კატეგორია კვლევა და ანალიზი

განცხადების ბოლო ვადა 09.11.2017

თანამდებობრივი სარგო: 4995 ლარი

ადგილების რაოდენობა 1

სამსახურის ადგილმდებარეობა თბილისი

სამუშაოს ტიპი სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა 6 თვე


ფუნქციები

ა) მაუწყებლობის დარგის განვითარების ტენდენციების კვლევა როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ, ეკონომიკური ანალიზი და შესაბამისი ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადება;

ბ) მაუწყებლობის   ბაზრის   სეგმენტების   მიმზიდველობის   ანალიზი კომპანიების ფინანსური მაჩვენებლების საფუძველზე;

გ)  მაუწყებლობის  დარგის  განვითარების  საერთაშორისო  ტენდენციების კვლევა, შედარებითი ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

დ) სამაუწყებლო ბაზრის შესაბამის სეგმენტებსა და ბაზრის კონკურენტულობაზე კომისიის მარეგულირებელ გადაწყვეტილებათა გავლენის კვლევა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

ე) სამაუწყებლო და სატელეკომუნიკაციო ბაზრების  შესაძლო მნიშვნელოვან რყევებზე მონიტორინგის გაწევა,  გამომწვევი მიზეზების ანალიზი და ინფორმაციისა და ანგარიშების მიწოდება კომისიისა და კომისიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის;

ვ) კომისიის სტრატეგიის,  ყოველწლიური  სამოქმედო გეგმის შემუშავებაში და მონიტორინგის პროცესში  მონაწილეობა; 

ზ) კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ხელმძღვანელის დამატებითი დავალების შესრულება.           


მოთხოვნები:

მინიმალური განათლება ბაკალავრი

სამუშაო გამოცდილება 5 წელი

პროფესია

საკონკურსო თემატიკა

  • „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის წლიური ანგარიშიhttp://gncc.ge/ge/the-commission/annual-report
  • კომისიის ანალიტიკური პორტალი https://analytics.gncc.ge/                  

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები

პროგრამის დასახელება

 

ცოდნის დონე

Microsoft Office Word

          

ძალიან კარგი

Microsoft Office Excel

          

ძალიან კარგი

Microsoft Office PowerPoint

          

ძალიან კარგი


ენები

ენა

     

წერითი უნარები

     

მეტყველება

ინგლისური

     

B2

     

B2


საკონტაქტო ინფორმაცია 

საკონკურსო კომისიის მისამართი თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის გამზ/ბოჭორმის ქ. 50/18

საკონტაქტო ტელეფონები +995 32 292 16 67

საკონტაქტო პირი თამარ ბოკუჩავა


დამატებითი მოთხოვნები

სამუშაო გამოცდილება:  უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში მედია განთავსების ანალიტიკოსის, მედიის ანალიტიკოსის ან სხვა მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება სამაუწყებლო  და/ან სარეკლამო კომპანიებში.    

კომპეტენცია და  უნარები:

1. ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

2. ცვლილებებისა და სიახლეების  ინიცირების უნარი;

3. დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;

4. გუნდური მუშაობის უნარი;

5. კომპლექსური აზროვნება;

6. დროის ეფექტიანი მართვა;

7. საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

8. ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;

9. მონაცემთა ინტერპრეტაციის და ვიზუალიზაციის უნარი.                   


დამატებითი ინფორმაცია

საჯარო კონკურსი ცხადდება კომისიაში საშტატო ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად:

გამოცხადებულ პოზიციაზე აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება სამ (3) ეტაპად:

1. განაცხადების გადარჩევა გამოცხადებული მოთხოვნების შესაბამისად;  აღნიშნულ ეტაპზე ფასდება შემოტანილი საბუთების შესაბამისობა განსაზღვრულ მოთხოვნებთან მიმართებით.  არასათანადო კვალიფიკაცია ან არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაცია არის აპლიკანტთა დისკვალიფიკაციის საფუძველი;

2. ზეპირი დავალება:  საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარების (ანალიტიკური აზროვნება, მონაცემთა ინტერპრეტაციის უნარი, ანალიზი)  და ინგლისური ენის კომპეტენციების შეფასება შემთხვევათა ანალიზის მეთოდით; აღნიშნულ ეტაპზე საუკეთესო შედეგების აპლიკანტები გადავლენ შეფასების შემდეგ ეტაპზე;

3. გასაუბრება საკონკურსო  კომისიასთან. 

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა. 

შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:

•   უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

• აღნიშნული თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (შრომის წიგნაკი, ან ხელშეკრულების  ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან);

•   სამოტივაციო წერილი;

• ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია;

• მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის პირობებს (ნიმუში იხილეთ ბმულზე    https://www.gncc.ge/ge/news/vakansiebi);

•   შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე. 

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა:

ინტერესთა კონფლიქტი:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და   კომისიაში ნებისმიერ პოზიციაზე   არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

პირი  არ მიიღება, თუ:

ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის;

ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისთვის და დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული;

გ)  მან სამსახურში მიღებისას არ წამოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი  ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტს;

დ) მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

ე) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. 

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.                 


                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს, ხმათა უმრავლესობით განაცხადის წარმოდგენის  ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.  

კონკურსის ეტაპები:

განცხადების გადარჩევა;

ზეპირი დავალება;

გასაუბრება.


სავალდებულო ბლოკები

პირადი ინფორმაცია

სამუშაო გამოცდილება
ფაილის ატვირთვა სავალდებულოა

განათლება კვალიფიკაცია
ფაილის ატვირთვა სავალდებულოა

ენები

ტრენინგები, სემინარები, სასწავლო კურსები

კომპიუტერული პროგრამები, დაპროგრამების ენები, ოპერაციული სისტემები

რეკომენდატორები

სამოტივაციო წერილი

დამატებითი დოკუმენტაცია

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ ატვირთოთ საჭირო დოკუმენტაცია შემდეგ ბმულზე 

თანდართული დოკუმენტები: