დასრულებული: სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე

ოქტომბერი 23, 2017 13:24

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ ატვირთოთ საჭირო ინფორმაცია შემდეგ ბმულზე 

პოზიციის დასახელება სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

კონკურსის ტიპი ღია კონკურსი

ორგანიზაცია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

ორგანიზაციის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში  კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულების მიზნით შექმნილია კომისიის აპარატში სამართლებრივი დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის საქმიანობას სამართლებრივი კუთხით,  დავებისა და საჩივრების ადმინისტრაციულ წარმოებას, კომისიის მიერ სანქციების დაკისრებისა და კომისიის გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცესის კოორდინირებას, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას  და სასამართლოში წარმომადგენლობის უზრუნველყოფას.                   

კატეგორია იურიდიული

განცხადების ბოლო ვადა 09.11.2017

თანამდებობრივი სარგო: 4995 ლარი

ადგილების რაოდენობა 1

სამსახურის ადგილმდებარეობა თბილისი

სამუშაოს ტიპი სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა 6 თვე


ფუნქციები

• კომისიის ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების ექსპერტიზა;

• კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;

• ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროებში საკანონმდებლო და ნორმატული ბაზის სრულყოფის მიზნით მომზადებული წინადადებებისა და პროექტების სამართლებრივი ექპერტიზა;

• მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ორგანიზება და შესაბამისი წარმოების უზრუნველყოფა;

• კომისიის ან კომისიის თავმჯდომარის შესაბამისი რწმუნების საფუძველზე კომისიის სასამართლოში და სხვა სახელმწიფო უწყებებში წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა.          


მოთხოვნები

მინიმალური განათლება მაგისტრი

სამუშაო გამოცდილება 5 წელი

პროფესია იურისტი

საკონკურსო თემატიკა                   

- საქართველოს კონსტიტუცია;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი;

- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

- „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონი;

- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

-  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესები;

-  მაუწყებელთა ქცევის კოდექსი;

-  საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

-  საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

-  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (ზოგადი ნაწილი და კომისიის კომპეტენციის ნაწილი)

- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;

- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი;

- „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტი".                   


კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები

პროგრამის დასახელება

 

ცოდნის დონე

Microsoft Office Word

          

კარგი

Microsoft Office Excel

          

კარგი

Microsoft Office PowerPoint

          

კარგი


ენები

ენა

     

წერითი უნარები

     

მეტყველება

ინგლისური

     

B2

     

B2


საკონტაქტო ინფორმაცია 

საკონკურსო კომისიის მისამართი

თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის გამზ/ბოჭორმის ქ. 50/18

საკონტაქტო ტელეფონები

+995 32 292 16 67

საკონტაქტო პირი

თამარ ბოკუჩავა


დამატებითი მოთხოვნები

განათლება: მაგისტრის  ხარისხი სამართალში;

სამუშაო გამოცდილება: უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში იურისტად მუშაობის გამოცდილება,  აქედან:

•   სულ მცირე 2  წელი ადმინისტრაციულ ორგანოში იურისტად მუშაობის გამოცდილება ადმინისტრაციული საქმისწარმოების კუთხით; და მაუწყებლობის და/ან ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში იურისტად მუშაობის გამოცდილება სულ მცირე 1 წელი;  

•   სასურველია სასამართლოში (ან საარბიტრაჟო ორგანოში)  წარმომადგენლობის გამოცდილება. 

კომპეტენცია და  უნარები:

1. ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

2. ცვლილებებისა და სიახლეების  ინიცირების უნარი;

3. დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;

4. გუნდური მუშაობის უნარი;

5. კომპლექსური აზროვნება;

6. დროის ეფექტიანი მართვა;

7. საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;

8.ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი.

 

დამატებითი ინფორმაცია

საჯარო კონკურსი ცხადდება კომისიაში საშტატო ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად:

გამოცხადებულ პოზიციაზე, აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება ორ (2)  ეტაპად:

1. განაცხადების გადარჩევა გამოცხადებული მოთხოვნების შესაბამისად;  აღნიშნულ ეტაპზე ფასდება შემოტანილი საბუთების შესაბამისობა განსაზღვრულ მოთხოვნებთან მიმართებით.  არასათანადო კვალიფიკაცია ან არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაცია არის აპლიკანტთა დისკვალიფიკაციის საფუძველი;

2. გასაუბრება საკონკურსო  კომისიასთან.

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:

•   უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

•   აღნიშნული თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (შრომის წიგნაკი, ან ხელშეკრულების  ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან);

•   სამოტივაციო წერილი;

• ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია;

• მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მხლით გათვალისწინებულ ინტერესთა კონფლიქტის პირობებს; (ნიმუში იხილეთ ბმულზე    https://www.gncc.ge/ge/news/vakansiebi

•   შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე.  

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა: 

ინტერესთა კონფლიქტი:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და   კომისიაში ნებისმიერ პოზიციაზე   არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს; 

პირი  არ მიიღება, თუ:

ა) იგი ნასამართლევია განზრახი დანაშაულისათვის;

ბ) იგი საჯარო სამსახურიდან გათავისუფლდა დისციპლინური გადაცდომისთვის და დისციპლინური გადაცდომისათვის გათავისუფლებიდან 1 წელი არ არის გასული;

გ)  მან სამსახურში მიღებისას არ წამოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი  ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტს;

დ) მას სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს საჯარო სამსახურში შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;

ე) იგი სასამართლომ მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვტილების სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

 

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.                  


                    გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს, ხმათა უმრავლესობით განაცხადის წარმოდგენის  ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

 

კონკურსის ეტაპები

განცხადების გადარჩევა;

 

გასაუბრება.


სავალდებულო ბლოკები

პირადი ინფორმაცია

სამუშაო გამოცდილება
ფაილის ატვირთვა სავალდებულოა

განათლება კვალიფიკაცია
ფაილის ატვირთვა სავალდებულოა

ენები

კომპიუტერული პროგრამები, დაპროგრამების ენები, ოპერაციული სისტემები

რეკომენდატორები

სამოტივაციო წერილი

დამატებითი დოკუმენტაცია

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ ატვირთოთ საჭირო ინფორმაცია შემდეგ ბმულზე 

თანდართული დოკუმენტები: