დასრულებული: ვაკანსია ადამიანური რესურსების მართვის ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე

აპრილი 28, 2017 12:44

კომისიის აპარატის ადამიანური რესურსების  მართვის  ჯგუფის უფროსი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს კონკურსს  ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის ჯგუფის უფროსის ვაკანსიაზე;

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში  კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულების მიზნით შექმნილია ადამიანური რესურსების მართვის ჯგუფი, რომელიც სხვა ფუნქციებთან ერთად,  უზრუნველყოფს კომისიის აპარატში ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანი პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავებასა და პასუხისმებელია მის განხორციელებაზე. 

თნამდებობრივი სარგო:            4995  ლარი (დარიცხული)

ანგარიშვალდებულება:  ექვემდებარება  ადმინისტრაციის უფროსს

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა:  3 თვე

ფუნქციები და მოვალეობები:

  1. კომისიის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება და კომისიისათვის დასამტკიცებლად წარდგენა, დამტკიცებული პოლიტიკისა და პროცედურების განხორციელებაზე ზედამხედველობა და ანგარიშგება კომისიასთან;
  2. კომისიის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკსა და პროცედურების შესახებ კომისიის აპარატის თანამშრომლებისათვის კონსულტაციების გაწევა, ინფორმაციის მიწოდება და მეთოდური დახმარების გაწევა;
  3. შრომის ანაზღაურების სისტემისა და სახელფასო პოლიტიკის შემუშავება;
  4. თანამშრომელთა  შრომის ანაზღაურებისა და საკომპენსაციო პოლიტიკის განხორიცელება ყოველთვიურად;
  5. კომისიის ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული ძირითადი სტატისტიკურ-ანალიტიკური ინფორმაციისა და რეკომენდაციების პერიოდულად მომზადება და წარდენა კომისიისა და კომისიის აპარატისათვის;
  6. თანამშრომელთა  შესრულებული  სამუშაოს მართვის/შეფასების სისტემების შემუშავება თანამშრომელთა ეფექტიანობისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით;
  7. თანამშრომელთა საქმიანობის პერიოდული შეფასების ციკლის ორგანიზება, შეფასებების შედეგების ანგარიშგება კომისიის მიერ დამტკიცებული პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად;
  8. კომისიაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე თანამშრომლის დაქირავებისა და ორგანიზაციაში ინტეგრირების პროცესის წარმართვა დადგენილი წესის შესაბამისად;
  9. კომისიისა და კომისიის აპარატის სტრქუტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით ცოდნის მართვისა და გაზიარების შიდა ორგანიზაციული სისტემის შემუშვება და  დანერგვის ხელშეწყობა;
  10. კომისიაში ადამიაური რესურსების კვალიფიკაციის ამაღლებისა და უნარ-ჩვევების განვითარების მხრივ არსებული საჭიროებების პერიოდული შესწავლა და კომისიის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით  კვალიფიკაციის ამაღლების სათანადო ღონისძიებების იდენტიფიცირება, დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
  11. ადგილზე სწავლების, შიდა ან გარე ტრენინგებისა და მენტორინგის ღონისძიებათა განოხრციელებაზე რეკომენდაციების მომზადება;
  12. შიდა ორგანიზაციული კულტურისა და თანამშრომელთა კმაყოფილების პერიოდული კვლევის ჩატარება და ორგანიზაციული კულტურის  გაჯანსაღებაზე მიმართული ღონისძიებების განოხრცელება;
  13. ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პროგრამის ადმინისტრირების ზედამხედველობა,  საკადრო კანცელარიის მართვა;
  14. მიმართულების საქმიანობის კოორდინირება დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განსახორციელებლად;

საკონკურსო  მოთხოვნები

განათლება:    მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი  ადამიანური რესურსების მართვაში

სამუშაო გამოცდილება: სულ მცირე 5  წლიანი მუშაობის გამოცდილება;  აქედან სულ მცირე 2 წელი საჯარო სტრუქტურაში;

ენების ცოდნა;

  • ინგლისური ენა -  ძალიან კარგი (წერა, კითხვა, მეტყველება);

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: 

MS Office (Word, Excel, PP);

საკონკურსო თემატიკა:

  • საქართველოს შრომის კოდექსი;
  • საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ;
  • კანონი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ;

პროფესიული ცოდნა:

  • შესრულებული სამუშაოს მართვა;
  • თანამშრომელთა შეფასების სისტემები;
  • რეკრუტმენტი; თანამშრომელთა შერჩევა;
  • კორპორატიული კულტურის მართვა;
  • მოტივაციის სისტემები;
  • კომპენსაცია და ანაზღაურება;

კომპეტენცია და უნარები:

-      სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი; შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი;
-      დროის ეფექტური მენეჯმენტი;
-      დისციპლინა და პასუხისმგებლობა;
-      ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
-      დაგეგმვა და ორგანიზება;
-      სახელმწიფო და ინგლისურ ენებზე  წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
-      დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
-      შესრულებულ სამუშაოზე პროფესიული პასუხისმგებლობის აღების უნარი;
-      სიზუსტე და დეტალებზე ორინეტირებულობა;
-      ეფექტიანი კომუნიკაციის უნარები;
-      ინტერვიურება;
-      კონსულტაციის გაწევა. 

დამატებითი მოთხოვნები:  

განათლება: სავალდებულოა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული  ხარისხი ადამიანური რესურსების მართვის განხრით.    

სამუშაო გამოცდილება:

  • სავალდებულოა   სულ მცირე 5  წლიანი მუშაობის გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ორგანიზაციაში, სადაც სულ მცირე 100 ადამიანია დასაქმებული;

 ან სულ მცირე 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება საკონსულტაციო ორგანიზაციაში ადამიანური რესურსების მართვის კონსულტანტად    ადამიანური  რესურსების შერჩევასთან, შეფასებასთან, ტრენინგთან და განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; 

  • სავალდებულოა საჯარო სტრუქტურაში ადამიანური რესურსების მართვის, თანამშრომელთა შერჩევისა და შეფასების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავების, ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებული პროექტების მართვის სულ მცირე 2  წლიანი გამოცდილება;
  • სავალდებულოა კანდიდატს ჰქონდეს პერსონალის შერჩევის, დასაქმებულთა შეფასების სისტემების, ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის  შემუშავების გამოცდილება
  • სასურველია კანდიდატს ჰქონდეს აკადემიური გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში.
  • აუცილებელია ადამიანური რესურსების მართვის საკითხბზე  ტრენინგი
  • სასურველია - სერტიფიკატი პროექტების მართვაში.

 შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
  • ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე ტრენინგის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატი/სერტიფიკატები;
  • 5 წლის განმავლობაში მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომის წიგნაკი, შრომითი ხელშეკრულების ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან);
  • სამოტივაციო წერილი;
  • ორი რეკომენდატორის  სახელი გვარი, თანამდებობა და საკონტაქტო ინფორმაცია;  
  • განცხადება, რომლითაც ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია მაუწყებლობის შესახებ კანონით განსაზღვრულ ინტერესთა კონფლიქტის პირობები.

შესაბამის  ველში, კანდიდატმა სასურველია ატვირთოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

  • სხვა ინფორმაცია, რომელსაც თვლის რომ მნიშვნელოვანია აღნიშნული ვაკანტური თანამდებობისთვის.

დამატებითი ინფორმაცია

1.     ინტერესთა კონფლიქტი:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და   კომისიაში ნებისმიერ თანამდებობაზე  არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან. 

ინტერესთა კონფლიქტის ფორმის ნიმუში იხილეთ შემდეგ ქვემოთ ბმულზე
 

2.     კონკურსის ეტაპები: 

გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა მუნიშერჩევა განხორციელდება სამ  ეტაპად:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • პირველადი შეფასება - საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის და უნარების, ასევე ინგლისური ენის კომპეტენციის შესაფასებლად; შემთხვევათა ანალიზის მეთოდით, ზეპირი ან წერილობითი ფორმით;
  •  გასაუბრება საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან.

 საკონკურსო-საატესტაციო კომისია  საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს კანდიდატთა განსაზღვრული რაოდენობა.

გადაწყვეტილება კანდიდატის  შერჩევის შესახებ მიიღება კონურსის მესამე ეტაპზე. 

 განაცხადები  შემოტანილი კომისიის ოფისში არ განიხილება. 

3.     გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საკონკურსო- საატესტაციო  კომისია გადაწყვეტილებას  მიიღებს განაცხადის წარდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოთ ატვირთოთ საჭირო დოკუმენტაცია შემდეგ ბმულზე