დასრულებული: ვაკანსია ადმინისტრაციის შესყიდვების ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე

თებერვალი 07, 2017 21:20

ადმინისტრაციის შესყიდვების ჯგუფის უფროსი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციის შესყიდვების ჯგუფის უფროსის ვაკანსიაზე;

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულების მიზნით შექმნილია სახელმწიფო შესყიდვების ჯგუფი, რომელიც სხვა ფუნქციებთან ერთად უზრუნველყოფს კომისიის შესყიდვების განხორციელებასა და შესაბამის ანგარიშგებას.

თანამდებობრივი სარგო: 4995 ლარი; (დარიცხული)
ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება ადმინისტრაციის უფროსს.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები)

  • შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა ( შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების მიხედვით დაჯგუფება, მონეტარულ ზღვრებში განლაგება და შესყიდვების განხორციელების საშუალებების შერჩევა) და კომისიისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
  • დადგენილი წესით სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში“ წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის წარდგენა;
  • ”სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში” კომისიის წამომადგენლობის უზრუნველყოფა;
  • კომისიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით შესასყიდი საქონლის ან მომსახურების თობაზე სატენდერო მოთხოვნების, (ტექნიკური დავალების) დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე, სხვა შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
  • კომისიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით პოტენციურ მომწოდებელთა სიის შემუშავება, ფასგამოკითხვის წარმოება რელევანტური ფასის გასაზღვრისა და ბიუჯეტის დაგეგმვის მიზნით.
  • სახელშეკრულებო პირობების მართვა; სახელშეკრულებო პირობების მართვის კუთხით მომწოდებელთან ურთიერთობის წარმოება; პირობების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;
  • ქვეყანაში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებულ პოტენციურ მომწოდებლებთან უთიერთობის უზრუნველყოფა, მოლაპარაკება;
  • შესაბამისი მომსახურების ან საქონლის პოტენციურ მიმწოდებელთა შიდა ბაზის/რეესტრის მართვის უზრუნველყოფა;
  • მომწოდებელთა შეფასება გაწეული სამუშაოს/მომსახურების შედეგის მიხედვით, შესაბამისი შიდა რეესტრის წარმოება;
  • საერთაშორისო შესყიდვების შემთხვევაში საბაჟო და სხვა სახემწიფო ორგანოებთან ურთიერთობა დაწესებული პროცედურების გათვალისწინებით.
  • ჯგუფის საქმიანობის კოორდინირება დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განსახორციელებლად;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დამატებითი დავალების შესრულება.

 

საკონკურსო მოთხოვნები

განათლება: მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი
სამუშაო გამოცდილება: სულ მცირე 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
ენების ცოდნა;

  • ინგლისური ენა- კარგი (წერა, საუბარი, მეტყველება);

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
MS Office (Word, Excell, PP, other);

საკონკურსო თემატიკა

სამართლებრივი აქტების ცოდნა:

• „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

• „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

• სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მომხმარებლის რეგისტრაციისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 21 მაისის №5 ბრძანება;

• „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება;

• „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება;

• „სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანება;

  • სხვა საკანონმდებლო-ნორმატიული აქტები, რომლებიც აუცილებელია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის შესაბამისად;

კომპეტენცია და უნარები:

- დისციპლინა და პასუხისმგებლობა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- დაგეგმვა და ორგანიზება;
- სახელმწიფო და ინგლისურ ენებზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
- შესრულებულ სამუშაოზე პროფესიული პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- სიზუსტე და დეტალებზე ორინეტირებულობა;

დამატებითი მოთხოვნები:

განათლება - სავალდებულია მაგისტრის ხარისხი სამართალში, ან ეკონომიკაში, ან ფინანსებში, ან ბიზნესის ადმინისტრირებაში, ან ზუსტ მეცნიერებებში (მათემატიკა, ფიზიკა);

სამუშაო გამოცდილება:

  • სავალდებულოა მუშაობის გამოცდილება შესყიდვების კუთხით სულ მცირე უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში;
  • სავალდებულოა სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების 2 წლიანი გამოცდილება;

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:- სასურველია საბუღალტრო პროგრამა ორისში მუშაობის გამოცდილება;

შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომის წიგნაკი, შრომითი ხელშეკრულების ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სამოტივაციო წერილი;
  • CV (Curriculum Vitae) ან რეზიუმე;
  • ორი რეკომენდატორის სახელი გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია;
  • ხელწერილი, რომლითაც ადასტურებს, რომ იცნობს ინტერესთა კონფლიქტის პირობებს;

შესაბამის ველში, კანდიდატმა სასურველია ატვირთოს: (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

  • სხვა ინფორმაცია, რომელსაც თვლის რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე.

დამატებითი ინფორმაცია

  1. 1. ინტერესთა კონფლიქტი:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.

ინტერესთა კონფლიქტის ფორმის ნიმუში იხილეთ ქვემოთ ბმულზე.

2. კონკურსის ეტაპები

გამოცხადებულ პოზიციაზე აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება ორ (2) ეტაპად:

  • განაცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან;

საკონკურსო-საატესტაციო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა;
გადაწყვეტილება კანდიდატის შესაბამისობის შესახებ მიიღება კონურსის მეორე ეტაპზე.
განაცხადები, შემოტანილი კომისიის ოფისში, არ განიხილება

3. გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

საკონკურსო - საატესტაციო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოთ ატვირთოთ საჭირო დოკუმენტაცია შემდეგ ბმულზე