დასრულებული: ვაკანსია ქსელური ინფრასტრუქტურის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე

თებერვალი 07, 2017 21:26

ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ქსელური ინფრასტრუქტურის წამყვანი სპეციალისტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს კონკურსს ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ქსელური ინფრასტრუქტურის წამყვანი სპეციალისტის ვაკანსიაზე;

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მიზნით შექმნილია ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური. ქსელური ინფრასტრუქტურის წამყვანი სპეციალისტი, სხვა ფუქნციებთან ერთად, უზუნველყოფს კომისიაში ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის გამართულ ფუნქციონირებასა და კომპიუტერული ქსელების, სისტემების, მონაცემთა ბაზის და სერვერული ინფრასტრუქტურის ადმინისტრირებას. 

თნამდებობრივი სარგო: 3330 ლარი; (დარიცხული)
ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსს;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე; 

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 03.03.2017

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები)

ა) კომისიისა და კომისიის აპარატისათვის ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის მომსახურების გაწევა; უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესაბამისად წინადადებებისა და პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ბ) ქსელში წარმოქმნილი ინციდენტების სათანადოდ აღრიცხვა, ინციდენტის გამომწვევი მიზეზებისა და გადაწყვეტის რეგისტრაცია დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
გ) ქსელის ორგანიზება, შესაბამისი ქსელური ინფრასტრუქტურისა და პერიფერიული მოწყობილობების ადმინისტრირება და გამართულობის უზრუნველყოფა;
დ) სერვერული ინფრასტრუქტურის ადმინისტრირება და გამართულობის უზრუნველყოფა;
ე) უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესაბამისად ინფორმაციული ტექნოლოგიების ორგანიზაციული პოლიტიკისა და პროცედურების (მათ შორის, საოპერაციო, მხარდაჭერის, მოვლა-პატრონობის, უსაფრთხოების) შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) ინფორმაციულ-ტექნოლოგიური სისტემების სარეზერვო ასლების ადმინისტრირება.
ზ) კომპიუტერული ტექნიკის მონიტორინგის, შერჩევის, შეკეთების, განახლების და შესყიდვის სამუშაოთა ორგანიზება;
თ) უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესაბამისად ინფორმაციული ტექნოლოგიების პლატფორმებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მხრივ კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების საჭიროებების შესახებ ინფორმაციის მოგროვება, შესაბამისი ტექნიკურიდავალების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და საჭიროების შემთხვევაში ბაზრის კვლევის ჩატარება;
ი) ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით კომისიის სამუშაო პროცესების ავტომატიზაციის პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.
კ) კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება;

საკონკურსო მოთხოვნები:

განათლება: ბაკალავრის ხარისხი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში;
სამუშაო გამოცდილება: სულ მცირე 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
ენების ცოდნა;

  • ინგლისური ენა - კარგი; (წერა- კარგი, მეტყველება- კარგი);

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:

  • MS Office
  • VMware Server
  • Application Servers
  • Linux
  • MS SQL Server
  • Web Services MYSQL
  • Windows Server
  • Mail Server
  • VPN 

საკონკურსო თემატიკა

პროფესიული ცოდნა:

Configuring , Managing and Maintaining Microsoft Windows and Linux Servers;
Microsoft SQL Server - Implementation and Maintenance; SVN;
Vmware virtualization. Fortinet, Juniper

კომპეტენცია და უნარები:

- დისციპლინა და პასუხისმგებლობა;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
- სახელმწიფო ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
- შესრულებულ სამუშაოზე პროფესიული პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- სიზუსტე და დეტალებზე ორინეტირებულობა;
- პროფესიული ზრდისკენ სწრაფვა, ცოდნის განახლება
- სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი; შემჭიდროვებულ ვადებში მუშაობის უნარი და დროის ეფექტური მენეჯმენტი;

დამატებითი მოთხოვნები 

სამუშაო გამოცდილება: სულ მცირე 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების, ქსელური ინფრასტრუქტურის მართვის კუთხით;

შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • სამუშაო გამოცდილება: სულ მცირე 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება ინფორმაციული ტექნოლოგიების, ქსელური ინფრასტრუქტურის მართვის კუთხით.
  • უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომის წიგნაკი, შრომითი ხელშეკრულების ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სამოტივაციო წერილი;
  • CV (Curriculum Vitae) ან რეზიუმე;
  • ორი რეკომენდატორის სახელი და გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია;
  • ხელწერილი, რომლითაც ადასტურებს, რომ იცნობს ინტერესთა კონფლიქტის პირობებს;

შესაბამის ველში, კანდიდატმა სასურველია ატვირთოს:

  • სხვა ინფორმაცია, რომელსაც თვლის რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციისთვის.

დამატებითი ინფორმაცია: 

  1. 1. ინტერესთა კონფლიქტი:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და კომისიაში ნებისმიერ პოზიციაზე არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;
ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;
გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;
ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

თუ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან.
 

ინტერესთა კონფლიქტის ფორმის ნიმუში იხილეთ შემდეგ ქვემოთ ბმულზე 

2. კონკურსის ეტაპები:

გამოცხადებულ პოზიციაზე აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება სამ (3) ეტაპად:

  • განაცხადების გადარჩევა
  • პირველადი შეფასება: საკონკურსო თემატიკით განსაზღვრული პროფესიული ცოდნისა და უნარების შესაფასებლად; (შემთხვევათა ანალიზი), ზეპირი ან წერილობითი ფორმით;
  • გასაუბრება საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან; 

საკონკურსო-საატესტაციო კომისია გაითვალისწინებს კონკურსის წინა ეტაპების შედეგებს;
საკონკურსო-საატესტაციო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა;
გადაწყვეტილება კანდიდატის შესაბამისობის შესახებ მიიღება კონურსის მესამე ეტაპზე.

განაცხადები შემოტანილი კომისიის ოფისში, არ განიხილება;

3. გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

საკონკურსო - საატესტაციო კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში; 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოთ ატვირთოთ საჭირო დოკუმენტაცია შემდეგ ბმულზე

თანდართული დოკუმენტები: