დასრულებული: ვაკანსია სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე

მარტი 18, 2016 16:25

დამსაქმებელი: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. www.gncc.ge

თანამდებობა:  სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი.

თანამდებობის  მიზანი:  კომისიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

 დეპარტამენტის საქმიანობის კოორდინირება;

ანგარიშვალდებულება:  ექვემდებარება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას;

განცადების წარდგენის ბოლო ვადა:  18  მარტი -4  აპრილი 2016 წ.

 

თანამდებობრივი სარგო:     6660 ლარი (დარიცხული)

სამუშაოს ტიპი:  სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა:  3 თვე

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები)

ძირითადი ფუნქციები:

  • კომისიის ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების, ხელშეკრებულებისა და სხვა დოკუმენტების ექსპერტიზა;
  • კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება და შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
  • ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროებში საკანონმდებლო და ნორმატული ბაზის სრულყოფის მიზნით მომზადებული წინადადებებისა და პროექტების სამართლებრივი ექპსერტიზა;
  • მომხმარებელთა საჩივრების განხილვის ორგანიზება;
  • კომისიის ან კომისიის თავმჯდომარის შესაბამისი რწმუნების საფუძველზე კომისიის სასამართლოში და სხვა სახელმწიფო უწყებებში წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა;
  • კომისიის დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია კომისიის საქმიანობის სამართლებრივ უზურნველყოფასთან;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

განათლება:            მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი სამართალში;

დოქტორის (PHD) აკადემიური ხარისხი სამართალში; (სასურველია);

სერტიფიკატი

  • ადვოკატის მოწმობა; (სასურველია);

სამუშაო გამოცდილება: 

  • 2000 წლის შემდეგ იურისტად მუშაობის  სულ მცირე 10  წლიანი მუშაობის გამოცდილება;   მათ შორის  სულ მცირე 5 წელი სამართლებრივი დეპარტამენტის/ სამსახურის/ჯგუფის ხელმძღვანელობის გამოცდილება;
  • 2000 წლის შემდეგ სატელეკომუნიკაციო ან/და მაუწყებლობის სფეროში იურისტად საქმიანობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
  • 2000 წლის შემდეგ სახელმწიფო/საჯარო სამსახურიში  სულ მცირე 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება ადმინისტრაციული საქმის წარმოების  კუთხით; 

 

ენების ცოდნა:  ინგლისური ენა (სასურველია);

კომპეტენცია და უნარები:

-        ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;

-        სამართლებრივ დოკუმენტებზე მუშაობა;

-        დაგეგმვა და ორგანიზება;

-        ქართულ ენაზე წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;

-        დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;

-        შესრულებულ სამუშაოზე პროფესიული პასუხისმგებლობის აღების უნარი;

-        მართვა და თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა;

-        დროის ეფექტური მართვა და მენეჯმენტი;

 

 

სამართლებრივი აქტების ცოდნა:

საქართველოს კანონმდებლობის   ცოდნა, მათ შორის:

  • საქართველოს კონსტიტუცია
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი
  • „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი
  • „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონი
  •  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი
  • საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესები
  • მაუწყებელთა ქცევის კოდექსი;
  • საქართველოს სამოქალაქო- საპროცესო კოდექსი
  • საქართველოს ადმინიტრაციული- საპროცესო კოდექსი
  • საქ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (ზოგადი ნაწილი და კომისიის კომპეტენციის ნაწილი)
  •  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი
  • „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი
  • ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტი

 

 

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  MS Office (Word, Excel);

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

საკონკურსო-საატესტაციო კომისია:           საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია;

ისამართი:                                                     თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის გამზ/ბოჭორმის ქ. 50/18,

ტელ/ფაქსი:                                                  +995 32 2921625

E-mail:                                                           post@gncc.ge

საკონტაქტო პირი:                                        თამარ ბოკუჩავა, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მდივანი

დამატებითი ინფორმაცია:

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და  პირი ვაკანტურ თანამდებობობაზე არ შეიძლება დაინიშნოს თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ანდიდატმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოდ უნდა ატვირთოს:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ბოლო 10 წლის განმავლობაში მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან  ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან ასეთის არსებობის შემთხვევაში);  ან აპლიკანტმა უნდა მიუთითოს საკონტაქტო პირი (ხელმძღვანელი დამსაქმებელი ორგანიზაციიდან, მისი სახელი, გვარი, პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია) რომელიც დაადასტურებს აპლიკანტის მუშაობას მითითეულ პოზიციებზე/ორგანიზაციებში  შესაბამისი  10 წლის განმავლობაში;
  • სამოტივაციო წერილი;
  • CV (Curriculum Vitae) ან რეზიუმე;
  • ხელწერილი, რომლითაც ადასტურებს, რომ იცნობს ინტერესთა კონფლიქტის პირობებს;
  • წერილობითი განცხადება კომისიის თავმჯდომარის სახელზე;

ანდიდატმა შესაბამის გრაფაში სასურველია ატვირთოს: (ასეთის არსებობის შემთხვევაში):

  • შესაბამისი სერტიფიკატები; (ადვოკატის, ან სხვა;  გამოცდილების დამადასტურებელი ისეთი ინფორმაცია, რომელიც აპლიკანტის აზრით მნიშვნელოვანია აღნიშნული პოზიციისათვის);
  • დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი, (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

გასაუბრება დაინიშნება განაცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში;  


კონკურსის ეტაპები

  • განცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება საკონკურსო-საატესტაციო კომისიასთან;   (გასაუბრება შესაძლებელია ჩატარდეს რამდენიმე ეტაპად);

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესებმულმა პირებმა გთხოვთ ატვირთოთ თქვენი ინფორმაცია ვებ-გვერდზე www.hr.gov.ge    განაცხადები შემოტანილი კომისიის ოფისში,  არ განიხილება. 

 

თანდართული დოკუმენტები: