ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიაზაცია

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიაზაციას ახორციელებს კომისია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაციის მსურველი პირი მიმართავს კომისიას განცხადებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:

ამონაწერი საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, აგრეთვე იურიდიული პირის წესდებისა და ფიზიკური პირის საიდენტიფიკაციო შესაბამისი დოკუმენტის ასლი.

განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ახორციელებს  მსურველი პირის რეგისტრაციას  ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში.

იმ შემთხვევაში თუ განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტაცია არასრულყოფილადა არის წარმოდგენილი, კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის განუსაზღვრავს 5 სამუშაო დღეს დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოსადგენად. აღნიშნულ ვადაში დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში ავტორიზაცია არ განხორციელდება. ავტორიზაციის განუხორციელებლობა არ ართმევს პირს უფლებას, განმეორებით მიმართოს კომისიას ავტორიზაციისათვის. თუ განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში კომისია ავტორიზაციის მსურველ პირს არ განუსაზღვრავს დამატებით ვადას დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენისათვის, პირი ავტორიზებულად ჩაითვლება და 3 სამუშაო დღის ვადაში გაიცემა ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან.

ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია ხორციელდება განუსაზღვრელი ვადით. დაუშვებელია ავტორიზაციის გაუქმება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გაუქმებას თავად ავტორიზებული პირი მოითხოვს.