კომისიაში სამაუწყებლო კომპანიებთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება

აგვისტო 29, 2012

2012 წლის 31 აგვისტოს, 14:00 საათზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სამაუწყებლო კომპანიებთან შეხვედრა გაიმართება.შეხვედრის მიზანია,  „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესახებ 2012 წლის 15 აგვისტოს მიღებული #9 დადგენილებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე მაუწყებლებისთვის დამატებითი განმარტებების მიცემა.

შეგახსენებთ, „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესახებ დადგენილებას თანდართული აქვს კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმა, რომელიც ყველა სამაუწყებლო კომპანიამ კვირაში ერთხელ შევსებული სახით უნდა წარმოადგინოს კომისიაში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ახსნა–განმარტების თხოვნით შემოსული ზარების სიმრავლიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ კიდევ ერთხელ განემარტოს ყველა სამაუწყებლო კომპანიას აღნიშნული ვალდებულება.