შეხვედრა მაუწყებლებთან

აგვისტო 31, 2012

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში  დღეს სამაუწყებლო კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მიზანი,  „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესახებ 2012 წლის 15 აგვისტოს მიღებული #9 დადგენილებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე მაუწყებლებისთვის დამატებითი განმარტებების მიცემა იყო.

შეგახსენებთ, „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესახებ დადგენილებას თანდართული აქვს კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმა, რომელიც ყველა სამაუწყებლო კომპანიამ კვირაში ერთხელ შევსებული სახით უნდა წარმოადგინოს.

მაუწყებლების მოწვევა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ახსნა–განმარტების თხოვნით შემოსული ზარების სიმრავლიდან გამომდინარე გადაწყდა.

შეხვედრას, გარდა სამაუწყებლო კომპანიების წარმომადგენლებისა, რეგინალურ მაუწყებელთა ასოციაციის თავჯდომარე, ნათია კუპრაშვილი და ასევე, ეუთოს, საქართველოში არჩევნების  სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი, ქეთი ხიზანიშვილი დაესწრო.

კომისია იმედოვნებს, რომ სამაუწყებლო კომპანიებთან შეხვედრა ნაყოფიერი გამოდგება და მომდევნო კვირეების განმავლობაში, წინა საარჩევნო პროცესის დასრულებამდე,  მათ კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით ტექნიკური ხასიათის პრობლემები აღარ შეექმნებათ