საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებული მედია მონიტორინგის შედეგები (29.10.2018 – 28.11.2018)

დეკემბერი 26, 2018 9:44

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის მესამე ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2018 წლის 29 ოქტომბრიდან 29 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს.

საანგარიშო პერიოდში მონიტორინგი 39 სამაუწყებლო არხს, 37 ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთსა და საერთო ლიცენზიის მქონე რადიომაუწყებლებს ჩაუტარდა. 

მედია მონიტორინგის პროცესში კომისიის დაკვირვების საგანს წარმოადგენს:

ა) წინა საარჩევნო რეკლამა;

ბ) წინა საარჩევნო დებატები;

გ) ახალი ამბები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები;

დ) წინა საარჩევნო აგიტაცია;

ე) საზოგადოებრივი აზრის კვლევები/გამოკითხვები;

2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მედია მონიტორინგს 29 მონიტორი ახორციელებდა. მონიტორინგში კომისიაში დასაქმებულ პირებთან ერთად, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ, რომლებიც მონიტორინგის დაწყებამდე სპეციალურად მომზადნენ.

მონიტორინგის პროცესში დეტალური ანალიზი განხორციელდა სამაუწყებლო კომპანიებში წინა საარჩევნო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის სამართლიან და გამჭვირვალე განაწილებაზე. საანგარიშო პერიოდში ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ–პოლიტიკური გადაცემების, ასევე წინა საარჩევნო დებატების მონიტორინგის პროცესში ყურადღება გამახვილებულია სამაუწყებლო კომპანიების მხრიდან კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისათვის დათმობილ დროზე და მათი წინასაარჩევნო აქტივობების გაშუქებაზე. დაკვირების საგანი იყო, ასევე, მაუწყებლის მხრიდან იმ პოლიტიკური სუბიექტების საქმიანობის გაშუქება, რომლებიც არ წარმოადგენდნენ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს, მაგრამ მონაწილეობდნენ არჩევნებში. მაუწყებლების მიერ მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისია სწავლობს ყოველ კონკრეტულ საკითხს და ატარებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

მონიტორიგნის შედეგებში მოცემულია ინფორმაცია ახალი ამბების პროგრამებში საარჩევნო სუბიექტებისათვის პირდაპირ და ირიბად დათმობილი დროის შესახებ. პირდაპირ დათმობილი დროის ფარგლებში ანალიზდება შემთხვევები, როდესაც საარჩევნო სუბიექტი/კანდიდატი უშუალოდ საუბრობს/მონაწილეობს გადაცემაში, ირიბად დათმობილი დროის ფარგლებში, გაანალიზებულია მაუწყებლის მიერ საარჩევნო სუბიექტზე/კანდიდატზე, მათ მხარდამჭერებზე საუბრისთვის დახარჯული დრო.

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მმართველმა პარტიამ მხარდაჭერა გამოუცხადა დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, მონიტორინგის შედეგებში ცალ-ცალკეა ჩაშლილი საინფორმაციო გამოშვებებში სალომე ზურაბიშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ დათმობილი დრო.

მონიტორიგნის შედეგებში ინფორმაცია ჩაშლილია გენდერულ ჭრილშიც. კერძოდ, ცალკეულ მაუწყებლებზე საინფორმაციო გამოშვებების ფარგლებში ქალი და კაცი პოლიტიკოსებისათვის დათმობილი ჯამური დრო.

წინასაარჩევნო გარემო, დარღვევები და რეკომენდაციები:

კომისიამ არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდგომ, 2018 წლის 30 ოქტომბერს მაუწყებლებს მიმართა წერილობით[1][2] და აცნობა, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 105–ე  მუხლის შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს ცესკო. არჩევნების მეორე ტური იმართება არჩევნების პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე, ხოლო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წინასაარჩევნო პერიოდში, მაუწყებლებს საინფორმაციო უზრუნველყოფის, მათ შორის დებატების პროგრამის და პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის (ფასიანი/უფასო) განთავსების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება–მოვალეობები წარმოეშვება არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის თაობაზე ცესკოს მიერ გამოცემული განკარგულების შემდგომ. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამების განთავსების უფლება-მოვალეობა მაუწყებელს 14 ნოემბერს ცესკოს მიერ არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის განკარგულების გამოცემის შემდეგ წარმოეშვა.

კომისიის ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაწესები დარღვეულ იქნა ()იპარასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის და შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ის მიერ, კერძოდ:

()იპარასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივისთვისადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებ

2018 წლის 7 ნოემბერს ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივის“ ეთერში სოციალური რეკლამის სახით განთავსდა პოლიტიკური შინაარსის რეკლამა. სარეკლამო რგოლებში ისმოდა მოწოდება დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის შესახებ, ხოლო ერთ-ერთი რგოლი მიმართული იყო სხვა საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევის ხელის შეშლისკენ. მაუწყებელმა სოციალური რეკლამის სტატუსით ეთერში პოლიტიკური შინაარსის რეკლამის გავრცელებით, დაარღვია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი. გამომდინარე იქედან, რომ „მედია -კავშირ ობიექტივს“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ანალოგიური დარღვევა უკვე ჰქონდა დაფიქსირებული, მას ამჯერად ფინანსური ჯარიმა დაეკისრა.

– შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“–ისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებ

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა ეთერში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამები განათავსა, რომლებიც საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერას და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის არჩევისთვის ხელშეშლას ემსახურებოდა. შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ არასათანადო რეკლამის განთავსებითა და პოლიტიკური პარტიის მხრიდან დაფინანსების მიღებით დაირღვა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, 661 მუხლის პირველი პუნქტი და 63-ე მუხლის მე-2 პუნქტი. გამომდინარე იქიდან, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავს სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია, კომისიამ მაუწყებელი წერილობით გააფრთხილა.

კომისიამ მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევის გამო 5 მაუწყებელი სამართალდამრღვევად ცნო კომისიამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო“, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, „ტელეიმედი“, „იბერია TV“ და „ტელეკომპანია კავკასია“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი როგორც რეკლამის გამავრცელებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის ეთერში გასული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა. ხოლო ამავე კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებელმა არ უნდა დაუშვას არასათანადო, არაკეთილსინდისიერი, არასარწმუნო, არაეთიკური და აშკარად ყალბი რეკლამის განთავსება.

კომისიის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა, რომ მაუწყებლებმა სამაუწყებლო ბადეში პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა კანონდარღვევით განათავსეს. კერძოდ, მათ დაარღვიეს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტი და ეთერში არაეთიკური რეკლამა გაუშვეს. „ტელეკომპანია კავკასიამ“ და „ტელეიმედმა“ ეთერში განათავსეს პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის არჩევის ხელშეშლას ემსახურებოდა, ხოლო „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ და „იბერია TV”-ის ეთერში განთავსდა პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის არჩევისთვის ხელშეშლას ემსახურებოდა, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ბადეში კი ორივე ვიდეო რგოლი განთავსდა.

მსჯელობის შედეგად, კომისიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ვიდეო რგოლები წარმოადგენდა არასათანადო, კერძოდ არაეთიკურ რეკლამებს და მათი სამაუწყებლო ბადეში განთავსება ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. საკითხისადმი ერთგვაროვანი მიდგომისა და პრაქტიკის ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად, ასევე სამართალდარღვევის პრევენციის ხელშეწყობის მიზნით, კომისიამ მაუწყებლები სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაანთავისუფლა. 

წინასაარჩევნო დებატები – „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საერთო მაუწყებელმა უნდა გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს, ხოლო საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად, საერთო მაუწყებელმა, რომელიც გადაწყვეტს წინასაარჩევნო კამპანია საკუთარ ეთერში გააშუქოს, წინასაარჩევნო დებატები უნდა გადასცეს არადისკრიმინაციულად და ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით. გამომდინარე იქიდან, რომ მოქმედი კანონმდებლობით დებატების პროგრამის ფორმატი არ არის განსაზღვრული, კომისიის მიერ შესწავლილ იქნა სამაუწყებლო არხებზე განთავსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და გაანალიზებულ იქნა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მონაწილეობა სხვა და სხვა პროგრამაში. საანგარიშო პერიოდის მონიტორინგმა გამოავლინა, რომ მთელ რიგ მაუწყებლებს ან არ განუთავსებიათ წინასაარჩევნო დებატები, ან მათ მიერ განთავსებულ დებატების პროგრამებში მონაწილეობა არ მიუღიათ ყველა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს. წინასაარჩევნო დებატების განთავსების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად, კომისიამ მაუწყებლებს შესაბამისი ახსნა–განმარტებების წარმოდგენის მიზნით მიმართა[3]. მაუწყებლებისაგან მიღებული პასუხების შესწავლის შედგომ[4] კომისიამ გაატარა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები და მაუწყებლებს, რომლებმაც საანგარიშო პერიოდში დებატები არ განათავსეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (წერილობითი გაფრთხილება) დააკისრა, ხოლო იმ მაუწყებლების მიმართ ვინც დებატებში ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობა არ უზრუნველყო შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები, რომლებიც შესაბამის საქალაქო/რაიონულ სასამართლოებს გადაეგზავნა. 

კომისია გეგმავს მონიტორინგის პროცესში იდენტიფიცირებულ პრობლემებზე შემაჯამებელი ანალიზის გამოქვეყნებას, რომლშიც განხილული იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის იდენტიფიცირებაც წინასაარჩევნო პერიოდის მედია მონიტორინგის ფარგლებში მოხდა და ამასთან განხილული იქნება ის საკითხები რომლებიც კომისიის შეფასებით მოქმედი კანონმდებლობის დახვეწას საჭიროებენ.



[1] კომისიის 2018 წლის 30 ოქტომბრის N04/3546–18 წერილი.

[2] კომისიამ 2016 წლის 12 ოქტომბრის N04/3699-16 წერილითაც აცნობა მაუწყებლებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს (მათ შორის, მეორე ტურის დანიშვნამდე), საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის მაუწყებელბის მიერ საკუთარ ეთერში განთავსება შეზღუდულია. 2016 წლის წერილში, კომისიამ ყურადღება გაამახვილა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლით გათვალისწინებულ აკრძალვებზე.

[3] კომისიის 2018 წლის 07 ნოემბრის N04/3626–18 წერილი.

[4] მაუწყებლების მიერ კომისიაში წარმოდგენილი ახსნა–განმარტებებიდან გამოირკვა, რომ რიგ შემთხვევაში მაუწყებლის მიერ დებატების პროგრამები ტექნიკური მიზეზებიდან გამომდინარე ვერ განთავსდა, სხვა შემთხვევაში მაუწყებლებმა ან არ განათავსეს დებატების პროგრამა ან არ უზრუნველყეს დებატებში ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობა.

თანდართული დოკუმენტები: