„ციფრული მაუწყებლობის სააგენტომ“ Set top box-ების შესყიდვა დაიწყო

მაისი 28, 2014

ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) და ევროკავშირის შესაბამისი გადაწყვეტილებებით ევროპის ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში 2015 წლის 17 ივნისამდე უნდა განხორციელდეს ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, რომლის უზრუნველყოფის მიზნით სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მაუწყებლების, დარგის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით შემუშავებული იქნა ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა და შესაბამისი რეკომენდაციები, რომელიც მოწონებული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ და რომლის განხორციელების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს 70 000 და მასზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის დახმარების სახით ციფრული მაუწყებლობის ინდივიდუალური მიმღებების შეძენა და დამონტაჟება. სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, სსიპ "ციფრული მაუწყებლობის სააგენტო“-ს მიერ გამოქვეყნებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი ციფრული მიწისზედა სატელევიზიო სიგნალის მიმღები აპარატურის, ე.წ. "სეთ-თოფ ბოქსების" გამარტივებული შესყიდვის პირობები, შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მითითებულ ბმულებში:

თანდართული დოკუმენტები: