ნუმერაციის რესურსის გაცემის წესი

იანვარი. 14, 2015

ნუმერაციის ეროვნულ სისტემას კომისიასთან შეთანხმებით საქართველოს მთავრობა ადგენს.

“ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის გაცემის საფუძველია თავისუფალი რესურსის არსებობა და ნებართვის მაძიებლის განცხადება.

ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელი იხდის „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სანებართვო მოსაკრებელს და „ნუმერაციის რესურსის გაცემის, გამოყენებისა და ანგარიშსწორების წესების“ შესაბამისად განსაზღვრულ ნუმერაციის რესურსით სარგებლობის საფასურს.

„საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების“ თანახმად - ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად, უვადოდ, ყოველწლიური განახლებით.