ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ

ოქტომბერი 30, 2014 15:33

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 19, 2014 17:25

ნომერი: 608 / 9

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში„კომისია”) 2014 წლის 14 აგვისტოს N467/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის მიზნით. საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო შპს „კავკასუს ონლაინის“ მოთხოვნის საფუძველზე, რომელმაც  2014 წლის 6 აგვისტოს კომისიას მიმართა განცხადებით (№01-02/4825, კომისიაში რეგისტრაციის №6/4961-14) ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტზე  ხელახალი კვლევის და ანალიზის ჩატარების მოთხოვნით; გადაწყვეტილების შესაბამისად, ზეპირი მოსმენის სხდომა დაინიშნა 2014 წლის 12 სექტემბერს.

კომისია აღნიშნავს, რომ ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტზე  კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ საკითხის ზეპირი მოსმენა ჩატარდა 2014 წლის 12 სექტემბერს, სადაც გადაწყვეტილების მიღებისთვის კომისიის სხდომის ჩატარების თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 26 სექტემბერი.

2014 წლის 26 სექტემბერს გამართულ კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, აუცილებელია მოხდეს ყველა დაინტერესებული პირის მოსაზრების გათვალისწინება და საკითხის ძირეული შესწავლა, რომელიც დამატებით დროს მოითხოვს. აქედან გამომდინარე, კომისიამ შესაძლებლად მიიჩნია ზეპირი მოსმენის განმეორებით ჩატარება, რის გამოც ცვლილება შევიდა კომისიის 2014 წლის 14 აგვისტოს №467/23 გადაწყვეტილებაში და ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2014 წლის  16 ოქტომბერი 16:00 საათი.

განმეორებითი ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა 2014 წლის 16 ოქტომბერს, ხოლო ძირითადი სხდომა 2014 წლის 30 ოქტომბერს. კომისიის სხდომებს ესწრებოდნენ: შპს „კავკასუს ონლაინის“,  შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“, სს „სილქნეტის“, შპს „მაგთიკომის”, შპს „დელტა ნეტის“ წარმომადგენლები.

კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომებზე კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი იქნა შემდეგი ინფორმაცია:

კომისიის 2013 წლის 16 აგვისტოს N 513/9 გადაწყვეტილებით ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ დადგენილი იქნა შპს „კავკასუს ონლაინი“, რომელსაც დაეკისრა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციფიკური ვალდებულებები, კერძოდ: ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, დისკრიმინაციის აკრძალვის, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების, დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება. სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულების ფარგლებში შპს „კავკასუს ონლაინს“  დაუდგინდა გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურებაზე ზედა ზღვრული ტარიფი 250 (ორას ორმოცდა ათი) ლარი ერთ გბიტ/წამზე  თვეში, დღგ-ს გარეშე;  შპს „კავკასუს ონლაინის” განცხადებაში (№01-02/4825, კომისიაში რეგისტრაციის №6/4961-14) აღნიშნულია, რომ კომისიის 2013 წლის 16 აგვისტოს №513/9 გადაწყვეტილების მიღების შემდგომ  მნიშვნელოვნად შემცირდა შპს „კავკასუს ონლაინის” ჰოსტინგით მომსახურების მოცულობა და შპს „კავკასუს ონლაინის” ქსელში განთავსებული ინტერნეტ რესურსების მოცულობა, შესაბამისად მათზე მომხმარებლების მოთხოვნა. 2013 წლის 1 ივნისის მდგომარეობასთან შედარებით შეცვლილია ოპერატორებთან გაფართოებული ურთიერთჩართვის მოცულობები. კერძოდ, 2013 წელს ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტის კვლევის დროს გამოყენებული მონაცემებიდან შპს „კავკასუს ონლაინის” მიმართულებით წამოსული ტრაფიკის მოცულობა შეადგენდა 14.5 გბიტ/წმ სიმძლავრეს, ხოლო შპს „კავკასუს ონლაინიდან” ურთიერთჩართული ოპერატორების მიმართულებით გამავალი ტრაფიკი - 39,7 გბიტ/წმ-ს. დღეის მდგომარეობით შპს „კავკასუს ონლაინი” მოიხმარს ურთიერთჩართული ოპერატორებიდან წამოსული ტრაფიკის 38.8 გბიტ/წმ მოცულობას (ნაცვლად 14.5 გბიტ/წმ), ხოლო შპს „კავკასუს ონლაინთან” ურთიერთჩართული ოპერატორების მიერ გამოყენებული გამტარუნარიანობის სიმძლავრე შეადგენს 5.95 გბ/წმ-ს მოცულობას (ნაცვლად 39.7 გბიტ/წმ). აღნიშნული გარემოება შპს „კავკასუს ონლაინის” აზრით გამოწვევულია იმით, რომ ლოკალური კონტენტის მფლობელმა პირებმა საკუთარი სერვერები და კონტენტი გადაიტანეს სხვა ჰოსტინგით მომსახურების  მიმწოდებელ ავტორიზებულ პირებთან, ასევე ზოგიერთი კონტენტის მფლობელი თავად გახდა ავტორიზებული პირი და შესაძლებლობა მიეცა მოეხდინა გაფართოებული ურთიერთჩართვის უზრუნველყოფა სხვა ავტორიზებულ პირებთან.  შპს „კავკასუს ონლაინი” აგრეთვე აღნიშნავს, 2013 წლის 16 აგვისტოს კომისიის მიერ მიღებული №513/9 გადაწყვეტილების თანახმად, მხოლოდ შპს „კავკასუს ონლაინს” დაუდგინდა გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურებაზე ზედა ზღვრული ტარიფი 250 ლარის ოდენობით, ხოლო  ყველა სხვა დანარჩენმა ავტორიზებულმა პირებმა შეინარჩუნეს 5000 ლარიანი ტარიფი, რის შედეგადაც მულტიმედიური კონტენტის (ტრაფიკის გენერირების ძირითადი წყარო) მწარმოებელმა კომპანიებმა სწრაფად მოძებნეს დამატებითი შემოსავლის მიღების გზა ტრაფიკის გენერირების გამოყენებით.

შპს „კავკასუს ონლაინს” მიაჩნია, რომ არსებულ პირობებში მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების პირად მხოლოდ  შპს „კავკასუს ონლაინის” მიჩნევა და კომისიის მიერ დაწესებული სპეციფიკური ვალდებულებების  (მათ შორის, სატარიფო რეგულირების) დაკისრება 1) აფერხებს გაფართოებული ურთიერთჩართვის სეგმენტზე კონკურენციას და ბაზრის ამ სეგმენტის განვითარებას; 2) შპს „კავკასუს ონლაინს” აყენებს არათანაბარ, არამართლზომიერ და არაკონკურენტულ პირობებში გაფართოებული ურთიერთჩართვის მიმწოდებელ სხვა პირებთან შედარებით.

შპს „კავკასუს ონლაინმა” მოითხოვა,  ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტზე  ხელახალი კვლევის და ანალიზის ჩატარებას და ობიექტურობის პრინციპიდან გამომდინარე ეფექტური რეგულაციის დადგენას, რომელსაც ექნება გრძელვადიანი და სამართლიანი შედეგი.

ამასთან, შპს „კავკასუს ონლაინის” მიერ კომისიაში ამავე პერიოდში შემოვიდა განცხადება №01-02/4807, 31.07.2014 (კომისიაში რეგისტრაციის №6/4916-14 31.07.2014), იმის თაობაზე, რომ შპს „კავკასუს ონლაინის” აბონენტებს შეზღუდული აქვს წვდომა მულტიმედიური კონტენტის  შემცველ საიტებზე, რომელიც განთავსებულია შპს „აიჯიეს ნეთვორკის” სერვერებზე. შპს „კავკასუს ონლაინი” კომისიისგან ითხოვს საკითხის შესწავლას და შესაბამისი ზომების გატარებას დარღვევების აღმოსაფხვრელად.  როგორც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2014 წლის 13 აგვისტოს კომისიაში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომელზეც მოწვეული იყვნენ ინტერნეტის ქსელით მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებული პირები, პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია გადაიხედოს ინტერნეტის ქსელით მომსახურების  საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტზე არსებული რეგულაციები.

კომისიის 2014 წლის 18 სექტემბრის N08/172714 წერილით მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია  ინტერნეტ მომსახურების მიწოდებაზე ავტორიზებული პირებისაგან საკუთარ ქსელში გაწერილი დომენების შესახებ და ინტერნეტ პროვაიდერებს  შორის არსებული გაფართოებული ურთიერთჩართვის სიმძლავრეების შესახებ. ინფორმაცია გამოთხოვილი იქნა 31 ავტორიზებულ პირისაგან: შპს „ჯეონეთი”; შპს „ქვანტუმ გრუპი”; შპს „ალტერნეტი”; შპს „კავკასიის ციფრული ქსელი”; შპს „სისტემნეტი”; შპს „კონექტი”; შპს „ჯეოსელი”; სს „სილქნეტი”; შპს „მაგთიკომი”; შპს „რკინიგზის ტელეკომი”; შპს „საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია”; შპს „კავკასუს ონლაინი”; სს „გლობალ ერთი”; შპს „ვიტელ ჯორჯია”; შპს „სერვისნეტი”; შპს „მობიტელი”; შპს „სოფთლაინ საქართველო”;; შპს „დელტა ნეტი”; შპს „სერვ.ჯი”; შპს „პროსერვისი”; შპს „you look”; შპს „მაიფონი”; შპს „მიკრონეტი”; შპს „Bleack See Telecom“, ასოციაცია გრენა, შპს „ალტერნეტი “, შპს „ეარნეტი“ ი/მ „ბექა ხაჭაპურიძე”, შპს „სკაინეტი”, შპს „ინტეროპტიკა”, შპს „აიჯიეს ნეთვორკი”.

ავტორიზებული პირების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, გაფართოებული ურთიერთჩართვა განხორციელებული აქვს 21 ავტორიზებულ პირს. №1 ცხრილში მოცემულია გაფართოებული ურთიერთჩართვის მოცულობების დინამიკა 2013 წლის დეკემბრიდან  2014 წლის ივლისის ჩათვლით:

ცხრილი № 1

კომისიის სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების მიხედვით, აბონენტებს ინტერნეტ მომსახურებას  აწვდის 129 ავტორიზებული პირი, რომელთა ჩამონათვალი მოცემულია ცხრილ №2-ში:

ცხრილი №2

ინტერნეტის ქსელით მომსახურების მიმწოდებელი ავტორიზებულ პირები 2014 წლის  1 სექტემბრის მდგომარეობით

1

Airnet აირნეტი

65

ვიფინეტი wifinet

2

best.net

66

ზანეტი

3

BLACK SEA TELECOM

67

თეიმურაზი აბულაძე

4

City Net

68

თელნეტი

5

FlyLine ფლაილაინი

69

თორნიკე ანთია

6

FlyLink

70

თრია-ნეტ

7

FlyNet

71

თრიალეთი-ნეტი

8

G-Connect

72

ივერია ქსელი

9

G-NET

73

იმერნეტი

10

Georgianairlink

74

იმპულსი

11

icom აიქომი

75

ინტელკომ ჯგუფი

12

iConnect

76

ინტერკომი

13

INTERMEDIARY

77

ინფ. ტექნოლოგიების კონსულტაცია და მომსახურება

14

lidernet

78

კავკასიის ციფრული ქსელი

15

MAXNET

79

კავკასუს ონლაინი

16

NEO.NET

80

ლაივ ნეტ

17

net4you

81

ლაინ ნეტი

18

NEW NET

82

ლომისი 2011

19

NEW-NET

83

ლუკნეტ (LukNet)

20

niknet

84

მაგთიკომი

21

NSN GRUP

85

მაქსლინკი

22

PC&I Networks

86

მაქსნეტი Max.net

23

POWERNET

87

მიკრონეტი

24

Profservice

88

მირზა აბულაძე

25

SKY FI

89

მმ ნეთვორქს ("MM Networks")

26

SKYGROUP

90

ნატექსი

27

SKYNET

91

ნეტსერვისი NetService

28

WIPEX

92

ნიუნეტი

29

Xnet

93

ნუგზარ ლაფანაშვილი

30

YOURNET

94

ოდიში ნეტ

31

ა-ნეტი

95

ოლეგი უგრეხელიძე

32

აი-ეს-პი

96

ორდუნეტ

33

აილინკ

97

პროლაინი

34

აირკონექტი

98

პრონეტ PRONET

35

აირმაქსი

99

რეალნეტი

36

აირნეტი AIRNET

100

რეგიონ ონლაინ-Region online

37

ალტერნეტი

101

რკინიგზის ტელეკომი

38

არქადა-ნეტ

102

რუსლან ინასარიძე

39

ახალი ქსელები

103

საბნეტი

40

ახალნეტ

104

სამეცნიერო-ტექნიკური ასოციაცია "ინტეროპტიკა"

41

ახტელი

105

სამნეტ (samnet)

42

ბესიკი წაქაძე

106

ასოციაცია გრენა

43

ბოლნისის ახალი ქსელები

107

საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია

44

ბორჯომულა

108

სერვისლაინი

45

გეთ სქაი

109

სერვისნეტ

46

გეო ვლან

110

სილქნეტი

47

გეოფლაი

111

სისტემ ნეტ

48

გლობალ ერთი

112

სკაილაინ

49

გლობალკომი

113

სკაინეტ

50

გრიგორ ღევენიან

114

სტარ ნეთვორქსი

51

გრიინეტი Ltd Greenet

115

სქაი სერვისი-Sky Service

52

გურია-ნეტი

116

სქაიტელეკომი-Skytelecom LTD

53

დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგა-ტვ

117

ულტრა სერვისი

54

დელტა კომმი

118

ულტრანეტ

55

დელტა-ნეტი

119

ფასტ ნეტ

56

ეარ ლაინი

120

ფრინეტი

57

ეარლინკი

121

ქართული სატელეფონო კომპანია ჯტს

58

ეარნეტი

122

ცირა სორდია

59

ექსპრეს ნეთვორქ

123

ჯენეტ

60

ექსტრანეტ

124

ჯეო ნეტი

61

ვაიმაქს ჯორჯია

125

ჯეო-ტივი

62

ვი-ჯი-ეს ნეთვორქ

126

ჯეონეთი

63

ვიტელ ჯორჯია

127

ჰაილაინი

64

ვიფი ლინე

128

ჯეოსელი

   

129

მობიტელი

       

ცხრილი №3-ში მოცემულია ინტერნეტ აბონენტების რაოდენობა

ცხრილი №3

კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ჰოსტინგით მომსახურებას ეწევა 22 ავტორიზებული პირი, რომელთა ჩამონათვალი და საბაზრო წილი  სერვერზე გაწერილი დომენების მიხედვით 2014 წლის ივლისის მდგომარეობით მოცემულია ცხრილ №4-ში:

ცხრილი №4

 

ავტორიზებული პირი

მულტ.

ინფ.

სულ

%

1

შპს კონექტი

21

85

106

0,38%

2

შპს რკინიგზის ტელეკომი

1

13

14

0,05%

3

შპს მაგთიკომი

0

73

73

0,26%

4

შპს ბლექსი ტელეკომი

7

0

7

0,03%

5

შპს ვიტელი

-

5

5

0,02%

6

შპს კავკასუს ონლაინი

 

22047

22047

79,59%

7

შპს საქ.ცენტრ. კავშირგაბმულობის კორპ.

8

34

42

0,15%

8

ჯეონეთი

0

21

21

0,08%

9

შპს ალტერნეტი

0

30

30

0,11%

10

შპს აიჯიეს ნეთვორკი

2

0

2

0,01%

11

შპს ჯეოსელი

0

18

18

0,06%

12

სერვ.ჯი

10

2986

2996

10,82%

13

ასოციაცია გრენა

0

263

263

0,95%

14

შპს დელტანეტი

315

469

784

2,83%

15

შპს მაიფონი

1

1

2

0,01%

16

შპს სისტემნეტი

80

10

90

0,32%

17

შპს სერვისნეტი

1

206

207

0,75%

18

გლობალ ერთი

0

24

24

0,09%

19

შპს კავკასიის ციფრული ქსელები

0

56

56

0,20%

20

შპს ეარნეტი

1

1

2

0,01%

21

სს „სილქნეტი”

27

670

697

2,52%

22

შპს პროსერვისი

42

171

213

0,77%

 

სულ

516

27183

27699

100,00%

ცხრილ № 5-ში და გრაფიკ №1 -ში მოცემულია საბაზრო წილები გაფართოებული ურთიერთჩართვის ტრაფიკის მიხედვით 2014 წლის ივლისის თვის მდგომარეობით:

ცხრილი №5

შპს რკინიგზის ტელეკომი

87,95

47,96%

შპს აიჯიეს ნეთვორკი

22

12,00%

შპს კავკასუს ონლაინი

17,45

9,52%

სს სილქნეტი

10,406

5,67%

შპს დელტანეტი

7,9

4,31%

შპს სისტემნეტი

6,8

3,71%

შპს ჯეოსელი

6,71

3,66%

შპს სერვისნეტი

3,8

2,07%

შპს მაგთიკომი

3,2

1,75%

შპს ვიტელი

3

1,64%

შპს საქ.ცენტრ. კავშ. კორპორ.

2,3

1,25%

ასოციაცია გრენა

2,25

1,23%

შპს კავკასიის ციფრული ქსელები

2

1,09%

შპს ჯეონეთი

1,85

1,01%

სს გლობალ ერთი

1,6

0,87%

შპს კონექტი

1,2

0,65%

შპს მიკრონეტი

1,1

0,60%

შპს ალტერნეტი

0,91

0,50%

შპს მაიფონი

0,55

0,30%

შპს ეარნეტი

0,301

0,16%

შპს ბლექსი ტელეკომი

0,1

0,05%

გრაფიკი №1

გრაფიკ №2-ში მოცემულია გაფართოებული ურთიერთჩართვის ტრაფიკის დინამიკა შპს „კავკასუს ონლაინის”, შპს „რკინიგზის ტელეკომის” და შპს „აი ჯი ეს ნეტვორკის” მონაცემების მიხედვით:

გრაფიკი №2

კომისიის წევრების და კომპანიების წარმომადგენლების მიერ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომისიის ზეპირი მოსმენის სხდომაზე გამოთქმული იქნა შემდეგი მოსაზრებები:

შპს „კავკასუს ონლაინის“ იურისტმა თ. ხარაზიშვილმა აღნიშნა, რომ კომპანიის სახელით მიესალმება კომისიის გადაწყვეტილების პროექტს, ვინაიდან უქმდება აქამდე არსებული ყველა რეგულაცია. წარმოდგენილი გადაწყვეტილების პროექტით, ძალადაკარგულად ცხადდება კომისიის 2013 წლის 16 აგვისტოს №513/9 გადაწყვეტილება, თუმცა ეს გადაწყვეტილება თავის მხრივ, ძალადაკარგულად აცხადებდა მანამდე არსებულ ყველა რეგულაციას. თუ გაუქმდება გადაწყვეტილება, რომელიც ყველა ადრე არსებულ რეგულაციას აუქმებდა, შესაძლებელია ამან გარკვეული სამართლებრივი გაუგებრობა გამოიწვიოს. მისი აზრით, მიზანშეწონილი იქნება კომისიის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს კომისიის გადაწყვეტილებებით განსაზღვრული ყველა რეგულაცია, რომელიც შეეხება ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტს, მათ შორის კომისიის 2013 წლის 16 აგვისტოს №513/9 გადაწყვეტილება. თ. ხარაზიშვილმა აგრეთვე აღნიშნა, რომ როგორც სატელეფონო კომპანიების, ისე გაფართოებული ურთიერთჩართვის ოპერატორებისთვის არსებობს ურთიერთჩართვის ვალდებულება. კომისიის გადაწყვეტილების პროექტში მითითებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის მე–3 პუნქტი, რომელიც კონკრეტულ ვალდებულებებს უწესებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორებს. ეს ვალდებულებებია დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვება. აღნიშნული მუხლი ეხება მხოლოდ ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების ურთიერთჩართვას, მაგრამ კომისია აკეთებს განმარტებას და ანალოგიის წესით, აღნიშნულ ვალდებულებებს ავრცელებს ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვაზე, რასაც მიესალმება და მიიჩნევს, რომ არის მართებული ნაბიჯი. შპს „კავკასუს ონლაინის“ რეკომენდაციაა, რომ გარკვეული განმარტებები ჩაიწეროს ხარჯზე ორიენტირებულ ტარიფთან დაკავშირებით. კერძოდ, განისაზღვროს, რომ დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფი ნიშნავს იმას, რომ მასში შესულია მხოლოდ ურთიერთჩართვისთვის აუცილებელი, ტექნიკური  მიერთებისთვის საჭირო ხარჯები და ამ ტარიფში არ უნდა შევიდეს ქსელის მოწყობის ხარჯები, ე.წ. ტრაფიკის ღირებულება და ა.შ. ამ მიზნით, მისი აზრით, კომისიის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღწერილი უნდა იყოს თუ რა დანახარჯები შეიძლება შევიდეს გაფართოებული ურთიერთჩართვის ტარიფში. შპს „კავკასუს ონლაინს” მიაჩნია რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ჩაემატოს შემდეგი: ინტერნეტპროვაიდერებმა უნდა უზრუნველყონ ერთმანეთისათვის გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურების გაწევა დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფიებით და ტარიფების დადგენისას გაითვალსიწინონ გაფართოებული ურთიერთჩართვის უზრუნველსაყოფად ტექნიკური დაკავშირებისათვის საჭირო მხოლოდ შემდეგი დანახარჯები: 1. სატელეკომუნიკაციო ფართის; 2. შრომითი რესურსის; 3. ზედნადები, ანუ საერთო და ადმინისტრაციული და 4. საკომუნიკაციო აპარატურის, ასევე სხვა დამხმარე მოწყობილობების ცვეთის და ამორტიზაციის ხარჯები.  ეს სწორედ დანახარჯების ის კომპონენტებია, რომლის მიხედვითაც შპს „კავკასუს ონლაინმა“ კომისიის 2013 წლის 16 აგვისტოს №513/9 გადაწყვეტილების მიღებამდე გაიანგარიშა თავისი ტარიფი, რის შედეგადაც კომისიამ დაადგინა ზედა ზღვრული ტარიი 250 ლარის ოდენობით.

შპს „კავკასიის ციფრული ქსელის“ დირექტორმა დ. თუთბერიძემ აღნიშნა, რომ რეგულაცია შეიძლება გაუქმდეს 3 შესაძლო მიზეზის გამო: 1. თუ კვლევამ დაადგინა, რომ ბაზრის ამ სეგმენტზე არსებობს კონკურენტული გარემო და რეგულირებას არ საჭიროებს; 2. თუ კვლევამ დაადგინა, რომ შპს „კავკასუს ონალინი“ აღარ არის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირი; 3. ყველაზე არასასურველი მიზეზი ისაა, რომ კომისიის გადაწყვეტილების პროექტიდან იკვეთება, რომ კომისია თვლის, რომ ბაზრის ამ სეგმენტის რეგულირება მისი ფუნქცია არ არის და არ აპირებს იმსჯელოს ამ ვალდებულების არსებობის, ან სხვაზე დაკისრების საკითხზე. აღნიშნული მიზეზებიდან რომელს აირჩევს, ეს კომისიის გადასაწყვეტია. მას არაფერი აქვს საწინააღმდეგო იმისა, რომ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული აქტი გაუქმდეს და შპს „კავკასუს ონლაინი“ აღარ იყოს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი, მაგრამ მიაჩნია, რომ აუცილებლად უნდა იყოს გადაწყვეტილებაში 2 დათქმა: 1. შპს „კავკასუს ონლაინის“ წარმომადგენლის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ არა მხოლოდ მინიშნებით, არამედ კონკრეტულად, თუნდაც კომისიის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიეთითოს, რომ ტარიფი უნდა იყოს ხარჯებზე ორიენტირებული, კომისია არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ „ელეტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–19 მუხლის ინტერპრეტაციით. მისი წინადადებაა, რომ კომისიის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს რომ არ მიეცეს მეთოდოლოგიის სახე, მასში ცხადად უნდა ეწეროს, რომ ხარჯებში უნდა იყოს გათვალისწინებული მხოლოდ ურთიერთშეერთებისთვის, ტექნიკური დაკავშირებისთვის საჭირო ხარჯები, თუმცა შეიძლება შპს „კავკასუს ონლაინის“ და სს „სილქნეტის“ გაანგარიშებები 3–4 ლარით იყოს განსხვავებული, რაც პრინციპული არ არის. ამიტომ საჭიროა შეთანხმება, რომ მხოლოდ ტექნიკური დანახარჯებით უნდა შემოიფარგლოს ხარჯზე ორიენტირებული ტარიფი; 2. კომისიის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის სულისკვეთება უნდა იყოს ის, რომ კომისია აპირებს ამ ბაზრის რეგულირებას. დღეისათვის არის მრავალი სიძნელე, არსებობს ღია საკითხები, რომლებიც ადრე თუ გვიან მოითხოვს გადაწყვეტას. მას მიაჩნია, რომ სასურველია აღინიშნოს კომისიის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, რომ ჩასატარებელია კვლევა ბაზრის ამ სეგმენტის დამატებით შესასწავლად. ვინაიდან, როდესაც ბაზრის ამ სეგმენტზე დადგენილი  ყველა რეგულაცია გაუქმდება, ბაზრის სეგმენტიც აღარ იარსებებს. მისი აზრით, აღნიშნული 2 დათქმის შეტანა გადაწყვტილებაში, იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი;

კომისიის თავმჯდომარის  ვ. აბაშიძის აზრით, გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურების ტარიფი უნდა ითვალისწინებდეს მხოლოდ ტექნიკური შეერთებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას და მასში არ უნდა აისახოს კონტენტის ხარჯი. მან შესაბამისი სეგმენტის რეგულირებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მართალია კომისია თავისი გადაწყვეტილებით შპს „კავკასუს ონლაინს“ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის სტატუსს უხსნის, მაგრამ  კომისია დააკვირდება ბაზრის ამ სეგმენტის დერეგულაციის შემდგომ განვითარებულ ტენდენციებს და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს შესაბამისი კრიტერიუმებით ადეკვატურ კვლევასა და ანალიზს.

კომისია აღნიშნავს, რომ საკითხის ზეპირი მოსმენის სხდომაზე განხილვის შემდეგ კომისიის გადაწყვეტილების გადამუშავებული პროექტი გამოქვეყნდა კომისიის ვებ გვერდზე ინტერნეტში.

კომპანიების წარმომადგენლების მიერ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით კომისიის ძირითად სხდომაზე დაზუსტებული იქნა მოსაზრებები კომისიის გადაწყვეტილების პროექტთან დაკავშირებით, კერძოდ: შპს „კავკსუს ონლაინის” (იურისტი გ.ჭელიძე) და შპს „კავკასიის ციფრული ქსელის” (დირექტორი დ.თუთბერიძე) წინადადებების გათვალისწინებით დაზუსტდა კომისიის გადაწყვეტილების პროექტის სამოტივაციო ნაწილი.

კომისია აღნიშნავს, რომ:

1. კომისიის 2013 წლის 16 აგვისტოს N 513/9 გადაწყვეტილებით ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონედ დადგენილ იქნა შპს „კავკასუს ონლაინი“, რომელსაც დაეკისრა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სპეციფიკური ვალდებულებები: ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის, დისკრიმინაციის აკრძალვის, ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების, დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის, სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულება. სატარიფო რეგულირებისა და ხარჯთაღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულების ფარგლებში შპს „კავკასუს ონლაინს“  დაუდგინდა გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურებაზე ზედა ზღვრული ტარიფი 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი ერთ გბიტ/წამზე  თვეში, დღგ-ს გარეშე;

2. შპს „კავკასუს ონლაინისთვის” გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურების ზედა ზღვარული ტარიფის დადგენისას გაანგარიშებაში გათვალისწინებული იქნა მხოლოდ ტექნიკური დაკავშირებისათვის საჭირო ხარჯები, მასში გათვალისწინებული არ ყოფილა კონტენტის ღირებულება; გაფართოებული ურთიერთჩართვის ტრაფიკის ასიმეტრიას მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ინტერნეტ პროვაიდერის ქსელში ჩართული ისეთი კონტენტის განთავსება, რომელზეც არის მზარდი მოთხოვნა სხვა ავტორიზებული პირების აბონენტების მხრიდან; წლების განმავლობაში ფიქსირდებოდა მოთხოვნა მხოლოდ შპს „კავკასუს ონლაინის” მიმართულებით, ვინაიდან მასთან იყო განთავსებული მულტიმედიური დომენების უმეტესი ნაწილი.

3. გაფართოებული ურთიერთჩართვის ღირებულება არ მოიცავდა მხოლოდ ჩართვის ტექნიკური მომსახურების საფასურს, მისი გადახდის სანაცვლოდ ავტორიზებული პირის აბონენტები იღებდნენ უფასო წვდომას ინტერნეტ პროვაიდერის ქსელში განთავსებულ კონტენტთან. აღნიშნული სქემა თავის მხრივ, გულისხმობდა შეთანხმებას კონტენტის მფლობელ პირებს  და იმ ინტერნეტ პროვაიდერს შორის, რომლის ქსელშიც განთავსებული იყო აღნიშნული კონტენტი. როდესაც მოხდა შპს „კავკასუს ონლაინისთვის” გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურებაზე ზედა ზღვრული ტარიფის შემცირება 5 ათასი ლარიდან 250 ლარამდე, მოხდა ე.წ. „კონტენტის მწარმოებელი” კომპანიების გადასვლა შპს „რკინიგზის ტელეკომში” (2014 წლის თებერვალი), რომლის გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურების ტარიფი არ რეგულირდებოდა და  5 ათას ლარს შეადგენდა;

4. 2014 წელს ბაზარზე გამოჩნდა ასევე ახალი კომპანია შპს „აიჯიეს ნეტვორკი”, რომლის მიმართულებით  2014 წლის ივნისში გაფართოებული ურთიერთჩართვის სიმძლავრე  შეადგენდა: სს „სილქნეტი” - 3 გგბტ, შპს „მაიფონი” - 1 გგბტ; 2014 წლის ივლისში: სს „სილქნეტი” - 10 გგბტ, შპს „მაიფონი” - 1 გგბტ; შპს „სისტემნეტი” - 10 გგბტ, შპს „სერვისნეტი” - 1 გგბტ. შპს „აიჯიეს ნეტვორკმა”  თავის მხრივ მოითხოვა გაფართოებული ურთიერთჩართვის ტარიფის გადახდა 5 ათასი ლარის ოდენობით (როგორც კომისიაში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს);

5. აღსანიშნავია, რომ კომისიის 2013 წლის 16 აგვისტოს N513/9 გადაწყვეტილების მიღებისას შპს „კავკასუს ონლაინის” მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად დადგენა მოხდა ტრაფიკის და დომენების რაოდენობის მიხედვით გამოთვლილი საბაზრო წილის შესაბამისად. კომისიის მიერ შპს „კავკასუს ონლაინისთვის” დადგენილი რეგულაციები არ აღმოჩნდა ეფექტური, როცა მოხდა კონტენტის განთავსების გადანაცვლება ერთი კომპანიიდან მეორე კომპანიაში; ერთის მხრივ, კონტენტის გადატანა მარტივად მოხდა იმის გამო, რომ შპს „კავკასუს ონლაინი” და შპს „რკინიგზის ტელეკომი” წარმოადგენენ აფილირებულ პირებს. თუმცა, მეორეს მხრივ, შპს ”აი ჯი ეს ნეტვორკის”  საქმიანობამ აჩვენა,  რომ  ავტორიზებულ პირთა შორის აფილირება არ არის გადამწყვეტი გარემოება. კონტენტის შექმნა შეუძლია ნებისმიერ პირს, არ არის დადგენილი რაიმე შეზღუდვა ამ მიმართულებით, მათ შორის რეგულირების კუთხით. ე.წ. „კონტენტის მწარმოებელს” შეუძლია მის მიერ შექმნილი კონტენტი განათავსოს ნებისმიერ ინტერნეტ პროვაიდერთან, როგორც მოქმედდთან, აგრეთვე ახლადშექმნილთან; შესაბამისად, მოხდება ასიმეტრიული ტრაფიკის დაფიქსირება იმ ავტორიზებული პირების მიმართულებით, რომელთა ქსელშიც განთავსებულია კონტენტის დიდი მოცულობა; კომისიას მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ბაზარზე შესვლის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომელიც ზღუდავს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ახალი ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის დაწყებას.

6. ამავე დროს, კონტენტის მწარმოებლებისათვის ჰოსტინგის და ინტერნეტთან დაშვების მომსახურების გაწევა ინტერნეტ პროვაიდერის მხრიდან ადეკვატური საფასურის გადახდის სანაცვლოდ არ ხდება. საქართველოში არსებულმა პრაქტიკამ საერთაშორისო გამოცდილებისგან განსხვავებული მოდელი შექმნა, როდესაც ინტრენეტ პროვაიდერი ხშირ შემთხვევაში თვითონ უხდის თანხას კონტენტის მწარმოებელს მისი მიმართულებით გენერირებული ტრაფიკის სანაცვლოდ; ის მოდელი, რაც არსებობდა ინტერნეტ პროვაიდერებს და კონტენტის მწარმოებლებს შორის, არ შეესაბამება სხვა ქვეყნებში დამკვიდრებულ პრაქტიკას და არსებულ სქემებს, მაგრამ ეს კომპანიებს შორის მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყდეს, მათი ინტერესების გათვალისწინებით;

აღსანიშნავია აგრეთვე ის გარემოება, რომ კონტენტ მწარმოებლები მათ ვებგვერდებზე განთავსებული პროდუქციაზე ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია კანონიერი უფლებით არ იყვნენ აღჭურვილი;

7. კონტენტის მწარმოებლების და ინტერნეტპროვაიდერების ურთიერთობებში არსებული პრობლემები არ გადაიჭრა გაფართოებული ურთიერთჩართვის ბაზრის სეგმენტის წინასწარი რეგულაციის გზით; კერძოდ, კონტენტის მწარმოებლების და ინტერნეტპროვაიდერების ურთიერთობება ვერ დარეგულირდა გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურების ბაზრის სეგმენტზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფების მქონე ავტორიზებული პირის დადგენით და მისთვის კომისიის მიერ ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრებით;

8. კომისია აღნიშნავს, რომ გაფართოებული ურთიერთჩართვა, ისევე როგორც ხმოვანი ურთიერთჩართვა, კანონით დადგენილი  ვალდებულებაა. კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა, რომელიც ადგილობრივი მომსახურების ზონაში სააბონენტო ნუმერაციის რესურსის გამოყენებით ახორციელებს ბოლო მომხმარებლების მომსახურებას, უნდა უზრუნველყოს საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან დანახარჯებზე ორიენტირებული ტარიფებით შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული დაშვებით სხვა მსურველი ოპერატორებისათვის ან ელექტრონული საკომუნიკაციო უწყებრივი ქსელის მფლობელი პირებისათვის ურთიერთჩართვის პირდაპირი ან არაპირდაპირი მიწოდება.

9. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შპს „რკინიგზის ტელეკომს”, რომელიც არ წარმოადგენს მნიშვნელოვანი საბაზარო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირს და როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, მის ქსელში ხდება ტრაფიკის გენერაციის დიდი მოცულობა, კომისიაში წარმოადგინა გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურების ხელშეკრულება, სადაც ურთიერთჩართვის ტარიფი  შემცირებულია და 1 გგბტ მოცულობაზე - 250 ლარით არის განსაზღვრული. მიუხედავად იმისა, რომ შპს „რკინიგზის ტელეკომი” არ არის ცნობილი მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებულ პირად, მის მიერ მოხდა გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურების ტარიფის შემცირება 5 000 ლარიდან 250 ლარამდე. ამ ეტაპისათვის, რომ შპს „რკინიგზის ტელეკომის” მიერ კომისიის ჩარევის გარეშე მოხდა ადეკვატური ტარიფის შეთავაზება ბაზარზე მოქმედი ავტორიზებული პირებისათვის.

10. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, კონკურენცია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე  ეფექტიანია, თუ ამ სეგმენტზე არ საქმიანობს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირი. ამავე კანონის მე-2 მუხლის ჰ6) პუნქტის შესაბამისად, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება არის მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, ანუ ისეთი მდგომარეობა, როცა კომისიის მიერ ჩატარებული ანალიზი ადასტურებს, რომ ავტორიზებულ პირს არ ჰყავს კონკურენტები, დაცულია მნიშვნელოვანი კონკურენციისაგან ან მისი კონკურენტული პოზიცია საშუალებას აძლევს მას, ცალმხრივად არსებითი გავლენა მოახდინოს ბაზრის ამ სეგმენტზე და შეზღუდოს კონკურენცია. კომისია აღნიშნავს, რომ:

ა) შპს ”რკინიგზის ტელეკომის” და შპს ”კავკასუს ონლაინის” მიერ  შეთავაზებული გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურების ტარიფი - 250 ლარი გბტ/წმ-ზე, ადასტურებს, რომ ამ კომპანიების სატარიფო პოლიტიკა კონკურენციის შეზღუდვაზე არ არის ორიენტირებული და ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევის და ანალიზის ჩატარების ეტაპზე არ წარმოადგენს კონკურენციის შეზღუდვის საშუალებას;

ბ) ამ ეტაპზე არ არსებობს ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტზე შესვლის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომელიც ზღუდავს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ახალი ავტორიზებული პირის მიერ საქმიანობის დაწყებას;

აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტი ცნობილი უნდა იქნას კონკურენციის წინასწარი რეგულირების საჭიროების არ მქონე ქვესეგმენტად;

11. „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, ავტორიზებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს მსურველ პირთან ურთიერთჩართვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ურთიერთჩართვით. კომისიის სტატისტიკური მონაცემების ბაზაში ფიქსირდება 126 ავტორიზებული პირი, რომელთაც ჰყავთ ინტერნეტ აბონენტები, მაგრამ მათგან მხოლოდ ნაწილს აქვს უზრუნველყოფილი პირდაპირი ურთიერთჩართვები;

12. კომისიას მიაჩნია, რომ ადეკვატურად უნდა მოხდეს გაფართოებული ურთიერთჩართვასთან დაკავშირებული ყველა ურთიერთობის მოწესრიგება შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით:

ა) ინტერნეტ პროვაიდერებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს გაფართოებული ურთიერთჩართვა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;

ბ) უნდა მოხდეს გაფართოებული ურთიერთჩართვის და ჰოსტინგის მომსახურების მიწოდების პირობების, აგრეთვე  „კონტენტის მწარმოებლებსა” და ინტერნეტპროვაიდერების ურთიერთობის ადეკვატურად მოწესრიგება. შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას საერთაშორისო გამოცდილება ანგარიშსწორების პრინციპების კუთხით; მხარეთა ინტერესები ურთიერთმისაღები და კანონიერი სახელშეკრულებო პირობებით უნდა დარეგულირდეს;

გ) ინტერნეტ პროვაიდერმა უნდა გაითვალისწინოს როგორც ბოლო მომხმარებლის, ასევე კონტენტის მწარმოებლის მოთხოვნები ინტერნეტში განთავსებულ კონტენტთან შეუზღუდავი წვდომის, აგრეთვე ინტერნეტის ქსელთან შეუზღუდავი დაშვების შესახებ; მხარეთა შეთანხმებისა და შესაბამისი ანგარიშსწორების გათვალისწინებით;

დ) მომსახურების ერთი სახიდან მიღებული შემოსავლებით არ უნდა ხდებოდეს სხვა მომსახურების ხარჯების  სუბსიდირება;

ე) ავტორიზებული პირის მიერ გაფართოებული ურთიერთჩართვის მომსახურების ტარიფი უნდა დადგინდეს ქსელების მხოლოდ ტექნიკური შეერთებისათვის საჭირო ხარჯების გათვალისწინებით;

ვ) მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში კომისია განიხილავს დავას ინტერნეტ პროვაიდერებს შორის გაფართოებული ურთიერთჩართვის საკითხებზე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო მომხმარებლებს და ინტერნეტ პროვაიდერებს შორის „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის და „ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის” შესაბამისად;

ზ) კომისია გამოთქვამს მზადყოფნას, საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობის შემთხვევაში დაინტერესებულ პირებთან ერთად განიხილოს საკანონმდებლო წინადადებების მომზადების საკითხი.

კომისია დამატებით აღნიშნავს, რომ კომისია დააკვირდება ბაზრის შესაბამისი სეგმენტის განვითარებას. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ შეიცვალა ბაზარზე არსებული მდგომარეობა და კონკურენციის პირობები, დაუყონებლივ განხორციელდება ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კვლევა-ანალიზი და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ვალდებულებების განსაზღვრა ბაზრის შესაბამისი სეგმენტის დარეგულირებისათვის.

 „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-7 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს კომისიის 2013 წლის 16 აგვისტოს №513/9 გადაწყვეტილება „ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტის  კვლევისა და ანალიზის შედეგების შესახებ”;

2. ინტერნეტის ქსელით მომსახურების საბითუმო ბაზრის გაფართოებული ურთიერთჩართვის ქვესეგმენტი ცნობილ იქნას კონკურენციის წინასწარი რეგულირების საჭიროების არ მქონე ქვესეგმენტად;

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., N6) გადაწყვეტილების  ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში;

4. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნებისთანავე;

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                          ვ. აბაშიძე

კომისიის წევრი                                                         ა. სიხარულიძე

კომისიის წევრი                                                         კ. ბექაური

კომისიის წევრი                                                         ი. მოსეშვილი