“სს ”გაერთიანებულ ტელეკომსა” და შპს ”სილქნეტს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის №N20, №N51, №N89, №N90, №N91, №N92, №N93, №N95, №N105, №N122, №N136, №N139 ლიცენზიების, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F28 და №F11 ლიცენზიების გადაპირების და კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22, 2007 წლის 17 აპრილის №191/9, 2007 წლის 20 ივლისის №400/9, 2007 წლის 3 აგვისტოს №432/9, 2007 წლის 31 აგვისტოს №498/9, 2008 წლის 4 აპრილის №189/9, 2008 წლის 15 აგვისტოს №475/9, 2008 წლის 17 ოქტომბრის №605/9, 2009 წლის 31 ივლისის №359/9, 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010

აგვისტო 12, 2016 16:47

მიღების თარიღი აგვისტო 02, 2016


ნომერი: 528 / 19


“სს ”გაერთიანებულ ტელეკომსა” და შპს ”სილქნეტს” შორის ნუმერაციის რესურსით სარგებლობის N20, №N51, №N89, №N90, №N91, №N92, №N93, №N95, №N105, №N122, №N136, №N139 ლიცენზიების, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F28 და №F11 ლიცენზიების გადაპირების და კომისიის 2005 წლის 21 ოქტომბრის №656/22, 2007 წლის 17 აპრილის №191/9, 2007 წლის 20 ივლისის №400/9, 2007 წლის 3 აგვისტოს №432/9, 2007 წლის 31 აგვისტოს №498/9, 2008 წლის 4 აპრილის №189/9, 2008 წლის 15 აგვისტოს №475/9, 2008 წლის 17 ოქტომბრის №605/9, 2009 წლის 31 ივლისის №359/9, 2009 წლის 13 ნოემბრის №610/9 გადაწყვეტილებებში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 მარტის N125/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას ერთობლივი განცხადებით მიმართეს სს „გაერთიანებულმა ტელეკომმა“ და სს „სილქნეტმა“ (წერილის კომისიაში რეგისტრაციის N6/5992-16, 23.06.2016) და წარმოადგინეს კომპანიებს შორის 2016 წლის 22 ივნისს გაფორმებული დამატებითი შეთანხმება, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის დროებით სარგებლობაში გადაცემის თაობაზე, 2010 წლის 9 მარტის N10-285 ხელშეკრულებაზე.

კომისიაში 2016 წლის 23 ივნისს წარმოდგენილი დამატებითი შეთანხმების შესაბამისად, მოქმედების ვადა გაუგრძელდა სს „გაერთიანებულ ტელეკომსა“ და სს „სილქნეტს“ შორის 2010 წლის 9 მარტს გაფორმებულ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ N10-285 ხელშეკრულებას  2019 წლის 23 ივლისამდე.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის 2008 წლის 24 აპრილის N220/5 გადაწყვეტილებით სს„გაერთიანებული ტელეკომი“ ფლობდა რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიას, რომელიც კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილებით და სს „სილქნეტსა“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის 2010 წლის 9 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების (N10-285) შესაბამისად, პირდაპირი გადაპირების წესით დროებით სარგებლობაში გადაცემული ჰქონდა სს „სილქნეტს“ 2013 წლის 12 მარტამდე. 2013 წლის 19 თებერვალს გაფორმებული დამატებითი შეთანხმების №10-285/1 საფუძველზე, კომისიის 2013 წლის 15 აპრილის №257/19 გადაწყვეტილებით შევიდა ცვლილება კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილებაში და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის მფლობელად 2013 წლის 23 ივლისამდე განისაზღვრა         სს „სილქნეტი“. კომპანიებს შორის 2013 წლის 22 ივლისს გაფორმებული დამატებითი შეთანხმებისა და კომისიის 2013 წლის 9 სექტემბრის №553/19 გადაწყვეტილების საფუძველზე ცვლილება შევიდა კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილებაში და რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის მფლობელად 2016 წლის 23 ივლისამდე კვლავ განისაზღვრა  სს „სილქნეტი“.  

კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზია ითვალისწინებს შემდეგ სალიცენზიო პირობებს:

ა) რადიოსიხშირული სპექტრი: 827,955 მჰც÷831,645 მჰც და 872,955 მჰც÷876,645 მჰც;

ბ) დანიშნულება: მობილური და ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის;

გ) გეოგრაფიული ზონა:  საქართველო;

დ) ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 23 ივლისამდე;

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.

კომისია აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის  51-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, გადაპირებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. გამომდინარე იქიდან, რომ სს “სილქნეტი“ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიას ფლობს  სს “გაერთიანებულ ტელეკომთან“ 2010 წლის 9 მარტს გაფორმებული გადაპირების №10-285 ხელშეკრულების და კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილების საფუძველზე და  სს “სილქნეტს“ და სს „გაერთიანებულ ტელეკომს“ შორის 2016 წლის 22 ივნისს გაფორმებული დამატებითი შეთანხმება ითვალისწინებდა მხარეებს შორის 2010 წლის 9 მარტს გაფორმებულ გადაპირების ხელშეკრულებაში ცვლილებას, ხელშეკრულების მოქმედების ვადასთან დაკავშირებით, კომისიამ 2016 წლის 5 ივლისის №449/23 გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2010 წლის 12 მარტის 125/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის მიზნით. ზეპირი მოსმენის თარიღად განისაზღვრა 2016 წლის 2 აგვისტო 13:00 საათი, ხოლო გადაწყვეტილების მიღების თარიღად ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღე.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტის თანახმად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს ლიცენზიის გადაპირება, თუ  პირდაპირი გადაპირების წესით ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემისას პირი დამოუკიდებლად ან/და მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის (რადიოსიხშირული დიაპაზონის) ან მსგავსი მახასიათებლების მქონე რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთების (რადიოსიხშირული დიაპაზონების) ერთობლიობის გადაპირებასთან დაკავშირებით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში  ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული რადიოსიხშირული რესურსის მაქსიმალურ ოდენობაზე მეტის მფლობელი. შესაბამისად კომისიის 2016 წლის 5 ივლისის №449/23 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტის თანახმად კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტს დაევალა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული კვლევისა და ანალიზის ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში კომისიისთვის შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.

კომისიის აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის 2016 წლის 28 ივლისის N10/7651-16 სამსახურებრივი ბარათის თანახმად კომისიის რადიოსიხშირული მართვის დეპარტამენტისგან მიღებული განმარტების მიხედვით №F11 ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი (827,955 მჰც÷831,645 მჰც და 872,955 მჰც÷876,645 მჰც) არ არის  ჰარმონიზირებული და  ევროკომისიის მიერ არ იგეგმება აღნიშნული სიხშირული ზოლის ჰარმონიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ამასთან ერთად აღნიშნული სიხშირული ზოლი წარმოადგენს დამცავ ზოლს.  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე  აღნიშნული სიხშირული რესურსის დანიშნულება მომხმარებლებისათვის მომსახურების მიწოდების თვალსაზრისით არ ისაზღვრება  და მისი ოპტიმალური და ეფექტიანი გამოყენების საკითხი არ არის აქტუალური. შესაბამისად   მიზანშეწონილი არ არის 827,955 მჰც÷831,645 მჰც და 872,955 მჰც÷876,645 მჰც სიხშირულ ზოლზე,  რადიოსიხშირული რესურსის მაქსმიალური ოდენობის დადგენა.

2016 წლის 2 აგვისტოს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომას ესწრებოდნენ სს „გაერთიანებული ტელეკომის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი ნინო ნიჟარაძე და  სს „სილქნეტის“ უფლებამოსილი წარმოამდგენელი კახი ყურაშვილი. ზეპირი მოსმენის სხდომაზე კომისიამ აღნიშნა, რომ სს „სილქნეტისთვის“ და სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ ცნობილია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიით გათვალისწინებული სიხშირული ზოლით სარგებლობისას შესაძლო ხელშეშლების არსებობის თაობაზე.

კომისია ასევე აღნიშნავს, რომ ვინაიდან კომპანიებს შორის 2016 წლის 22 ივნისს გაფორმებული დამატებითი შეთანხმება ითვალისწინებს ლიცენზიის დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებას, მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილად მიაჩნია მხარეებს შორის გადაპირებიდან გამომდინარე ურთიერთობები გაგრძელდეს უწყვეტად 2016 წლის 23 ივლისიდან და კომისიის 2010 წლის 12 მარტის 125/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  გადაწყვეტილება მიღებულ იქნას 2016 წლის 2 აგვისტოს ზეპირი მოსმენის სხდომაზევე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    შევიდეს ცვლილება კომისიის 2010 წლის 12 მარტის №125/22 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიის მფლობელად 2019 წლის 23 ივლისამდე განისაზღვროს სს „სილქნეტი“ და განესაზღვროს შემდეგი სალიცენზიო პირობები:

ა)   რადიოსიხშირული სპექტრი: 827,955 მჰც÷831,645 მჰც და 872,955 მჰც÷876,645 მჰც;

ბ)  დანიშნულება: მობილური და ფიქსირებული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის;

გ)    გეოგრაფიული ზონა:  საქართველო;

დ)   ლიცენზიის მოქმედების ვადა: 2023 წლის 23 ივლისამდე;

ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის №F11 ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრი გამოიყენოს კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებული ”რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმის” შესაბამისად.“

2.    დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის სალიცენზიო რეესტრში შეტანა (ნ.ლორთქიფანიძე);

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ და სს „სილქნეტისთვის“ გაგზავნა (ნ.ჯავახიძე);

3.    გადაწყვეტილება ძალაში შედის სს „გაერთიანებული ტელეკომისთვის“ და სს „სილქნეტისთვის“ აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლების ჩაბარების დღიდან;

4.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ., N6) ერთი თვის ვადაში;

5.    კონტროლი აღნიშნული  გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (ი.ხარებავა).

  კომისიის თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                      მერაბ ქათამაძე

კომისიის წევრი                                                                                          ელისო ასანიძე

კომისიის წევრი                                                                                           გიორგი ფრუიძე