ნოემბერი 27, 2019 14:28

დასრულებული: სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს კონკურსს  კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანსიაზე.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კანონით განსაზღვრული მოვალეობების შესრულების მიზნით შექმნილია სამართლებრივი დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის საქმიანობას სამართლებრივი კუთხით,  დავებისა და საჩივრების ადმინისტრაციულ წარმოებას, კომისიის მიერ სანქციების დაკისრებისა და კომისიის გადაწყვეტილებათა აღსრულების პროცესის კოორდინირებას, ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებას  და სასამართლოში წარმომადგენლობას.

თანამდებობის მიზანია მოქმედი საკანომდებლო/ნორმატიული ბაზის  საერთაშორისო ნორმებთან/დირექტივებთან  დაახლოებისთვის ღონისძიებების წარმართვა,  ნორმაშემოქმედება,  დავების, განცხადებებისა და საჩივრების ადმინისტრაციული წარმოების  სამართლებირვი უზურნველყოფა.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: gncc.ge

 

თანამდებობრივი სარგო: 4162.5 ლარი (დარიცხული)

ანგარიშვალდებულება: ექვემდებარება სამართლებრივი დეპარატმენტის უფროსს

კატეგორია - იურიდიული

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე

საბუთების მიღების ვადა: 2019 წლის 27 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით.

ძირითადი ფუნქციები (მოვალეობები)

  • კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება კომისიაში დადგენილი წესის შესაბამისად;
  • მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი საკანონმდებლო აქტების შესახებ კონსულტირება და სამართლებრივი დასკვნების მომზადება, ადგილობრვ  ან საერთაშორსო  ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
  • კომისიის სახელით დასადები ხელშეკრულებების პროექტებისა და შაბლონების მომზადებაზე ზედამხედველობის გაწევა და კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი ექსპერტიზა;  შიდა ორგანიზაციული ვიზირება,  კომისიის დახმარე ადმინისრაციული-სამართლებრივი უზრუნველყოფა;
  • შრომით სამართლებრივი საკითხების  ექსპერტიზა, რისკების ანალიზი და  შიდა პროცესების გამართული ფუნქციონირება;
  • ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროებში საკანონმდებლო და ნორმატული ბაზის სრულყოფის მიზნით წინადადებების მომზადება;
  • კომისიის საქმიანობას მიკუთვნებული  საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების, ევროკავშირის კანონმდებლობის, დირექტივების ან სხვა საერთაშორისო ნორმების/რეკომენდაციების ანალიზი ადგილობრივ კანონმდებლობასთან მიმართებით;
  • კომისიის ან კომისიის თავმჯდომარის შესაბამისი რწმუნების საფუძველზე კომისიის სასამართლოში და სხვა სახელმწიფო უწყებებში წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა;
  • ავტორიზებულ ან/და ლიცენზიის/ნებართვის მფლობელ პირთა შორის წარმოშობილი დავების განხილვის ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
  • კომისიის გადაწყვეტილებათა აღსრულების უზრუნველმყოფი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება;
  • დამრღვევი ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის/ნებართვის მფლობელის, აგრეთვე სხვა პირის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციების დაკისრების მიზნით ადმინისტრაციული წარმოება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება:    მაგისტრის ხარისხი  სამართალში

სამუშაო გამოცდილება: 5 წელი 

იურისტად მუშაობის სულ მცირე 5 წლიანი გამოცდილება, აქედან სულ მცირე 
1 წელი ადმინისტრაციულ ორგანოში, იურიდიულ საკონსულტაციო კომპანიაში 
ან კერძო ორგანიზაციაში ადმინისტრაციული წარმოების კუთხით;

სამუშაო გამოცდილება  საკანონმდებლო/ კანონქვემდებარე აქტების  პროექტების ან ცვლილებების პროექტების მომზადების კუთხით, მათ შორის საერთაშორისო აქტების/ ევროდირექტივების საფუძველზე.

სასურველია

მუშაობის გამოცდილება ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის 
კუთხით ავტორიზებულ კომპანიებში; 
კომპეტენცია კონკურენციის სამართლის, ინტერნეტ სამართლის, ელექტრონული 
კომუნიკაციების ან მაუწყებლობის კუთხით;
RIA ჩატარების გამოცდილება (Regulatory impact assessment); 

საკონკურსო თემატიკა:

  • საქართველოს კონსტიტუცია
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • მაუწყებელთა ქცევის კოდექსი;
  • საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
  • საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
  • საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (ზოგადი ნაწილი და კომისიის კომპეტენციის ნაწილი)
  • „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტი".

უცხოური ენების ცოდნა:

  • ინგლისური ენა -  С1

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:  

  • MS Office MS Office (Word Excel, Power Point ) - კარგი

კომპეტენცია და  უნარები:

  • პროცესების დამოუკიდებლად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის აღების უნარი;
  • ინფორმაციის კრიტიკული ანალიზის  უნარი;
  • დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტიანი მართვა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი (წერილობითი, ზეპირი);  დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
  • ინგლისურ ენაზე წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის უნარი;
  • მონაცემთა ინტერპრეტაციის უნარი.

განაცხადის შევსების დროს „ჩემი რეზიუმე"-ს შესაბამის ველში კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს:

  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები;
  • საკონკურსო თანამდებობისათვის მოთხოვნის შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი  (შრომის წიგნაკი, ხელშეკრულების ასლი ან  ცნობა სამუშაო ადგილიდან/ადგილებიდან - ორგანიზაციის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების თარიღების მითითებით);
  • სამოტივაციო წერილი,  რომელშიც ნათლად იქნება წარმოჩენილი კანდიდატის დასაბუთება, თუ რატომ სურს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის დაწყება და რატომ თვლის, რომ მისი კანდიდატურა შეესაბამება აღნიშნულ ვაკანსიას.
  • ორი რეკომენდატორის სახელი, გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია (რეკომენდატორი უნდა იყოს პირი, რომელთანაც გაქვთ/გქონიათ მუშაობის გამოცდილება);
  • წერილობითი განაცხადი, რომლითაც ადასტურებს, რომ გაეცნო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ინტერესთა  კონფლიქტის  დებულებებს, ინტერესთა კონფლიქტი არ გააჩნია, ან ინტერესთა კონფლიქტი არ ექნება კომისიაში დასაქმების შემთხვევაში;   (ატვირთეთ დამატებითი დოკუმენტაციის ველში). ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ხელწერილის (იხ. ნიმუში)

კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:

  • ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი ცნობა/სერტიფიკატი, ან ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ: ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • შესაბამისი სერტიფიკატები, რასაც თვლის, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ პოზიციაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დასაქმების პირობა

ინტერესთა კონფლიქტი:

  1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და   კომისიაში ნებისმიერ საშტატო პოზიციაზე   არ შეიძლება დაინიშნოს პირი თუ:

ა) არის სხვა ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი;

ბ) არის პოლიტიკური პარტიის წევრი;

გ) ასრულებს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს იმ პირისათვის, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

დ) ფლობს იმ საწარმოს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ე) არის თანამდებობის პირი, წარმომადგენელი, რწმუნებული ან კონსულტანტი იმ პირისა, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს;

ვ) აქვს სხვა პირდაპირი ან არაპირდაპირი ეკონომიკური ინტერესი იმ პირის მიმართ, რომლის საქმიანობაც განეკუთვნება კომისიის რეგულირების სფეროს.

  1. დასაქმებული, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ჩათვლით, არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც მეორე პუნქტის ა-ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი აქვს.
  2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არ შეიძლება იყოს პირი, რომლის ოჯახის წევრსაც აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტი.  

თუ  თანამდებობაზე  დანიშვნის შემდეგ  გამოვლინდა აღნიშნული გარემოება, დანიშნული პირი გათავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან 

კონკურსის ეტაპები: 

გამოცხადებულ პოზიციაზე აპლიკანტთა შერჩევა განხორციელდება სამ (3) ეტაპად:

  • განაცხადების გადარჩევა,
  • წერითი დავალება და გასაუბრება,
  • კონკურსის შედეგების გამოცხადება. 

პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;

განაცხადების გადარჩევა მოხდება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ, რომელიც შეაფასებს შემოტანილი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

მეორე ეტაპი -  საჯარო კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატის შეფასებას ძირითადი, სპეციალური და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კომპეტენციების შესაბამისად.   კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება ორ ქვე ეტაპად - წერითი დავალება და გასაუბრება.

I - წერითი დავალება - წერითი დავალების დროს შეფასდება აპლიკანტთა ინგლისური ენის ცოდნის დონე.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, გასაუბრების ქვე-ეტაპზე დაბარებულ იქნებიან ის კანდიდატები, რომლებიც წერით დავალებაში მიიღებენ წერითი დავალების მაქსიმალური ქულის არანაკლებ 70%-ს.

საკონკურსო განაცხადით მოთხოვნილი ინგლისური ენის ცოდნის დონის  ვალიდური სერთიფიკატით დადასტურების  შემთხვეაში,  კანდიდატი გათავისუფლდება წერითი დავალების ქვე-ეტაპიდან. ინგლისური ენის ცოდნის დონის ვალიდურ სერტიფიკატად მიჩნეულ იქნება   TOEFL-ის, IELTS-ის,  Cambridge Certificate-ის, ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის” მიერ გაცემული ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ვადიანი სერტიფიკატი.    ინგლისური ენის შეფასების ეტაპიდან ასევე გათავისუფლდება კანდიდატი, რომელსაც ინგლისურ ენაზე მიღებული აქვს  უმაღლესი აკადემიური ხარისხი  (ბაკალავრი ან მაგისტრი).

ასეთ შემთხვევაში, კანდიდატმა თავის რეზიუმეში, ველში – „დამატებითი დოკუმენტაცია“ უნდა ატვირთოს ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტის ვალიდური ცნობა/სერტიფიკატი, ან ინგლისურ ენაზე უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 28 სექტემბრის #653/22 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატში კონკურის ჩატარების წესის“ მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად,  კანდიდატის შეფასებისას, საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენოს სხვა ორგანიზაციის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ადამიანური რესურსი.

II - გასაუბრება საკონკურსო  კომისიასთან ტარდება კომისიის მიერ ვაკანტური პოზიციებისთვის განსაზღვრული კომპეტენციის/კვალიფიკაციის შესაფასებლად.

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უფლებამოსილია ხელმეორე გასაუბრებაზე დაიბაროს აპლიკანტთა განსაზღვრული რაოდენობა.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:

საკონკურსო კომისია კანდიდატებს აფასებს ქულათა სისტემის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენს შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

 საკონკურსო  კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის/ბოჭორმის №  50/18; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; 

საკონტაქტო პირი: ქეთევან დოლიძე, ტელ: +995322393617; ელ-ფოსტა vacancy@gncc.ge

დაინტერესებულ პირებსგთხოვთ ატვირთოთ თქვენი მონაცემები შემდეგ ბმულზემოთხოვნლი წესის შესაბამისად

სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი

 
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები