Facebook   Twitter   Youtube   Myvideo   Mail  App Store  

სასარგებლო ინფორმაციანუმერაციაში განხორციელებული ცვლილებები

ნუმერაციის რესურსში 2011 წელს განხორციელებული ცვლილებები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 18 ნოემბრის №355 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების” თანახმად 2011 წელს ნუმერაციის ცვლილებები განხორციელდა.
შეიცვალა ფიქსირებული, ფიქსირებული უსადენო და მობილური ქსელების ნუმერაცია:

  • მობილური ქსელის რვანიშნა ნუმერაციას პირველ ციფრად დაემატა – 5 და სააბონენტო ნომერი შემდეგი სახის გახდა: 5XX XXXXXX.
  • ფიქსირებული ქსელის ნუმერაციას პირველ ციფრად დაემატა – 2 და სააბონენტო ნომერი ქ. თბილისში ახლა შვიდნიშნა გახდა და ასე გამოიყურება; 2 XXXXXX, რეგიონებში კი სააბონენტო ნომრები ექვსნიშნა გახდა: 2 XXXXX.
  • ფიქსირებული უსადენო ქსელის რვანიშნა ნუმერაციასაც პირველ ციფრად დაემატა – 7 და სააბონენტო ნომერი ახლა ასეთია: 7XX XXXXXX.

ასევე, 2011 წლის შემოდგომაზე შეიცვალა სპეციალური და საგანგებო მოკლე ფორმატის ნუმერაცია.

საგანგებო სამსახურების ნუმერაცია შემდეგნაირად გამოიყურება:

  • სახანძრო, სამაშველო სამსახური – 111
  • საპატრულო პოლიცია – 122
  • სასწრაფო–სამედიცინო დახმარების სამსახური – 113
  • გაზის საავარიო სამსახური – 114
  • დაცვის პოლიცია – 125

სპეციალური მოკლე ფორმატის ნომრები „08“ და „09“ შემდეგი სახის გახდა :

  • 118 08
  • 118 09

ამიერიდან სპეციალურ და საგანგებო სამსახურებთან დაკავშირება მობილური ქსელიდან თუ ფიქსირებული ქსელიდან კოდის გარეშე გახდა შესაძლებელი.
შეიცვალა ეროვნული პრეფიქსი „8“. ახლა ქვეყნის შიდა საქალაქთაშორისო ზარებზე და ასევე, მობილური ქსელიდან ფიქსირებულ ქსელში გამავალ ზარებზე და პირიქით, ფიქსირებული ქსელიდან მობილურ ქსელში გამავალ ზარებზე უნდა ავკრიფოთ ეროვნული პრეფიქსი „0“. საერთაშორისო ზარებზე კი საერთაშორისო პრეფიქსი „00“.

დარეკვის ახალი წესი მოქმედებს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების უზრუნველმყოფი საოპერატორო კომპანიების ნომრებზეც. ახალი 10XX ფორმატის კოდებია, მაგალითად:

  • 8-07 შეიცვლება 10-07 -ით
  • 8-10 შეიცვლება 10-10 -ით
  • 8-11 შეიცვლება 10-11 -ით
  • 8-16 შეიცვლება 10-16-ით
  • 8-18 შეიცვლება 10-18 -ით

და ა.შ.
დარეკვის წესია შემდეგია: ჯერ უნდა აიკრიფოს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების უზრუნველმყოფი საოპერატორო კომპანიის კოდი, საერთაშორის პრეფიქსი „00“, შემდეგ ქვეყნის კოდი, ქალაქის კოდი და აბონენტის ნომერი (თუ ზარი საზღვარგარეთ ხორციელდება) მაგალითად: 10XX 00 ...
თუ ზარი საქართველოს ფარგლებში ხორციელდება მაშინ უნდა ავკრიფოთ საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების უზრუნველმყოფი საოპერატორო კომპანიის კოდი, ქალაქის კოდი და აბონენტის ნომერი, ან მობილური აბონენტის ცხრანიშნა ნომერი. მაგალითად: 10XX 0...

ასევე შეიცვალა საქალაქთაშორისო გეოგრაფიული კოდები
ახალი კოდები :

  •  თბილისი 32 (რეზერვი 33)
  • რუსთავი 341
  • ახალგორი 342
  •  ცხინვალი 344
  •  სტეფანწმინდა 345
  •  დუშეთი 346
  •  ჯავა 347
  • თიანეთი 348
  •  ახმეტა 349
  •  თელავი 350
  •  საგარეჯო 351
  •  ყვარელი 352
  •  გურჯაანი 353
  • ლაგოდეხი 354
  • სიღნაღი 355
  • დედოფლისწყარო 356
  • მარნეული 357
  • ბოლნისი 358
  • თეთრიწყარო 359
  • დმანისი 360
  • ნინოწმინდა 361
  • ახალქალაქი 362
  • წალკა 363
  • ასპინძა 364
  • ახალციხე 365
  • ადიგენი 366
  • ბორჯომი 367
  • ხაშური 368
  • ქარელი 369
  • გორი 370
  • კასპი 371
  • გარდაბანი 372
  • მცხეთა 373
  • თიღვი 374
  • მესტია 410
  • სამტრედია 411
  • აბაშა 412
  • სენაკი 413
  • ხობი 414
  • ზუგდიდი 415
  • წალენჯიხა 416
  • ჩხოროწყუ 417
  • მარტვილი 418
  • ჩოხატაური 419
  • ბათუმი 422
  • ხულო 423
  • შუახევი 424
  • ქედა 425
  • ქობულეთი 426
  • ხელვაჩაური 427
  • ქუთაისი 431
  • ვანი 432
  • ხარაგაული 433
  • ბაღდათი 434
  • საჩხერე 435
  • წყალტუბო 436
  • ლენტეხი 437
  • ამბროლაური 439
  • სოხუმი 442
  • გაგრა 443
  • გუდაუთა 444
  • ოჩამჩირე 445
  • ტყვარჩელი 446
  • გალი 447
  • გულრიფში 448
  • ცაგერი 472
  • ონი 473
  • ჭიათურა 479
  • თერჯოლა 491
  • ზესტაფონი 492
  • ფოთი 493
  • ლანჩხუთი 494
  • ხონი 495
  • ოზურგეთი 496
  • ტყიბული 497

 


თანდართული დოკუმენტები:

ახალი გეოგრაფიული კოდები