Facebook   Twitter   Youtube   Myvideo   Mail  App Store  

სასარგებლო ინფორმაციარეკლამის სტანდარტი

24 თებერვალი, 2012
კომერციული რეკლამის ტექსტის სტანდარტი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შექმნა ვებ-აპლიკაცია, რომელიც რეკლამის დამკვეთებს, დამამზადებლებს და განმთავსებლებს საშულებას მისცემს მარტივად დაადგინონ, აკმაყოფილებს თუ არა კანონით დადგენილ პირობებს სამაუწყებლო რეკლამაში გამოყენებული ტექსტი.

სარეკლამო რგოლის სტანდარტის შექმნის იდეა გამოიწვია კომისიის მიერ არაერთი დავის განიხილამ სამაუწყებლო რეკლამაში გამოყენებული ტექსტების აღქმადობის თაობაზე. აღნიშნული საკითხის რეგულირების მიზნით, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი სარეკლამო რგოლებისგან დაცვის მიზნით, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში“,  2011 წლის 23 სექტემბრის N8 დადგენილებით, მე-4 მუხლს დაემატა შემდეგი რედაქციის მე-5 პუნქტი: „ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების კომერციულ რეკლამასა და ტელეშოფინგში გამოყენებული ტექსტის სიმბოლოს სიმაღლე არ უნდა იყოს სატელევიზიო კადრის სიმაღლის 4%-ზე ნაკლები და ტექსტის ჩვენების ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ ტექსტის მოცულობა 1 წუთში 140 სიტყვაზე მეტის წაკითხას არ ითხოვდეს. ტექსტის ჩვენების ხანგრძლივობის გამოთვლისას, რიცხვებს და სხვა აღნიშვნებს შეესაბამებათ იმდენი სიტყვა, რამდენიც მათ წარმოსათქმელად არის საჭირო. ელექტრონული ფოსტის და ინტერნეტ-გვერდის მისამართი ითვლება ერთ სიტყვად“.

კომერციული რეკლამის ტექსტის სტანდარტი საშუალებას იძლევა  სარეკლამო რგოლი ეთერში გაშვებამდე აიტვირთოს კომისიის ოფიციალურ ვებ. გვერდზე, www.gncc.ge    და  დაიშალოს კადრებად, ასევე, შესაძლებელია აიტვირთოს კონკრეტული კადრი სურათის ფორმატში. შერჩეულ კადრზე არსებული ტექსტის ჩარჩოში ჩასმის შემდეგ დადგინდება, შეესაბამება თუ არა მისი ზომა დადგენილ სტანდარტს.

პროგრამა ასევე აღჭურვილია ტექსტის ჩვენების ხანგრძლივობის კალკულატორით, რომელიც ტექსტში გამოყენებული სიტყვების რაოდენობის შეყვანის შემდეგ, გვეუბნება მინიმალურ ხანგრძლოვობას, რომელიც საჭიროა ტექსტის საჩვენებლად და მაყურებლისთვის სათქმელის მისატანად.

კომერციული რეკლამის ტექსტის სტანდარტი ერთის მხრივ, იცავს მომხამრებლის უფლებას მიიღოს სათანადო ინფორმაცია სარეკლამო რგოლიდან, მეორეს მხრივ, კი თავად სარეკლამო რგოლების დამკვეთის უფლებას, გადაამოწმოს შეესაბამება თუ არა ვიდეო რგოლი არსებულ კანონმდებლობას.


თანდართული დოკუმენტები:

სარეკლამო რგოლის ტექსტის სტანდარტი