Facebook   Twitter   Youtube   Myvideo   Mail  App Store  

სიახლეპრესრელიზები

29 ივნისი, 2012
„ერთსულოვნებამ“ თანამგზავრული სისტემებით მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომაზე შპს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებამ“ თანამაგზავრული სისტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო.საპატრიარქოს ტელევიზიის ლიცენზიის სახედ განისაზღვრა კერძო მაუწყებლობა, ლიცენზიის სახეობად – სპეციალიზებული (შემეცნებითი) მაუწყებლობა, გეოგრაფიული არეალი კი საქართველოს ტერიტორია. კომპანია ტელემაუწყებლობას თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით განახორციელებს. ლიცენზიის მფლობელმა მაუწყებლობა დღე–ღამის  განმავლობაში  მინიმუმ 18 საათის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს, პრაქტიკული საქმიანობა კი ლიცენზიის გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა დაიწყოს. გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.