|
29 იანვარი 2010 რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონი გამოცხადდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ კომპანია ”მეგაTV”-ის განაცხადის საფუძველზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონი გამოაცხადა. კომპანიას რადიოსარელეო სიხშირე საკაბელო მაუწყებლობის ორგანიზებისთვის სჭირდება. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებნლობის ლიცენზიის საწყისი ღირებულება 2 472 ლარით განისაზღვრა. აუქციონი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2010 წლის 12 მარტის, 13:00 საათზე გაიმართება, საბუთების მიღება კი 2010 წლის 22 თებერვლის, 17:00 საათამდე იწარმოებს.
გადაწყვეტილების სრული ვერსია, გთხოვთ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე. |
|