|
07 ივნისი 2005 წლიური ანგარიში 2004 წ.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში “კომისია”), როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანო, თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს დამოუკიდებლობის, საჯაროობისა და პასუხისმგებლობის პრინციპებით. კომისია ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე და ვალდებულია იმოქმედოს საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად, მისი საქმიანობა გამჭვირვალეა საზოგადოებისათვის, მისი სხდომები საჯარო და ღიაა დაინტერესებული პირებისათვის, იგი თავისი საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს. კომისია წარმოადგენს კოლეგიალურ ორგანოს. იგი, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ხმათა უმრავლესობით, იღებს ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს: დადგენილებას, გადაწყვეტილებას, აგრეთვე თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებებს. კომისიის ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
|