|
23 მაისი 2008 ოფერტები
”ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების ბაზრის სეგემნტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების თანახმად წარმოდგენილი ოფერტები შენიშვნა: 1. ”ფიქსირებული და მოძრავი საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორების საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების ბაზრის სეგემნტებზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 აპრილის №189/9 გადაწყვეტილების თანახმად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე კონკრეტულ, ავტორიზებულ პირებს, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, დაეკისრათ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ვალდებულება, შემდეგი კონკრეტული პირობებით: ”მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე, კონკრეტულმა პირმა, ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, საჯაროდ გამოაქვეყნოს კომისიის ამ გადაწყვეტილებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ საზღვრებში, საკუთარი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა), რომელშიც ასახული უნდა იქნეს საკუთარი საკომუნიკაციო ძირითადი ქსელის ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყება/დასრულების) მომსახურების მიწოდების არსებითი პირობები” ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად წარმოდგენილი ოფერტები ძალაში შედის 2008 წლის 15 მაისიდან ყველა მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისათვის. 2. თანალოკაციის ფართების ქირის ღირებულებასთან დაკავშირებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია იკვლევს ეკვივალენტურ კომერციულ ფართებზე იჯარის საფასურის ოდენობებს შესაბამის გეოგრაფიულ ზონებში და კვლევის შედეგებიდან გამომდინარე დამატებით მოახდენს ფასების კორექტირებას.
|
|