სექტემბერი
2010
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
        

27 ნოემბერი 2009

Implementation Plan for IDN ccTLD Fast Track Process (ინტერნაციონალიზებული დომენური სახელების სწრაფი დანერგვის განხორციელების გეგმა ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენში)

2003 წლამდე არ არსებობდა სტანდარტი, რომლის თანახმადაც დომენური სახელი ჩაიწერებოდა ASCII -ისგან განსხვავებული კოდირებით.

1996 წელს შემუშავდა ე.წ IDNA სტანდარტი, რომლის თანახმადაც დომენური სახელების ჩაწერა შესაძლებელი გახდა უნიკოდის სტანდარტში. სტანდარტმა დღევანდელი ფორმა მიიღო 2003 წელს.

2009 წლის 30 ოქტომბერს ICANN-ის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა ინტერნაციონალიზებული დომენური სახელების სწრაფი დანერგვის განხორციელების გეგმა ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენში, რომელიც ძალაში შევიდა 2009 წლის 16 ნოემბერს.

პროგრამის მიღების შედეგად შესაძლებელი გახდა სრულიად ინტერნაციონალიზებული (დომენის ყველა დონე) დომენური სახელის რეგისტრაცია ქვეყნის მასშტაბით.  ჩვენს ქვეყანასაც, ისევე როგორც სხვებს, მიენიჭება შესაბამისი IDN ccTLD  სტრიქონი (ზედა დონის ინტერნაციონალიზებული დომენური სტრიქონი).

 

საქართველოში პროგრამის დანერგვის შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ შემდეგი სახის დომენურ სახელებს :

კომისია.საქართველობანკი.საქართველოგართობა.საქართველოASCII ccTLD - ისგან განსხვავებით (1992 წელს მინიჭებული .GE დომენი),  ახალი IDN სახელი არ მიენიჭება ავტომატურად ISO – 3166 სტანდარტის მიხედვით; ახალი (ალტერნატიული) დომენი არჩეული უნდა იყოს ქვეყნის შიგნით, ICANN-ის მიერ შემოთავაზებული მოთხოვნების გათვალისწინებით.

აქ საუბარია მხოლოდ დომენური სახელის შერჩევაზე და არა პროგრამაში მონაწილეობის უფლებაზე. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭიროა  ქვეყანა ნახსენები იყოს აღნიშნულ  ISO – 3166 სტანდარტში.

ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღოს როგორც  ქვეყნის  მთავრობამ და შესაბამისმა სტრუქტურებმა, ასევე  ინტერნეტ-საზოგადოებამ.

 

არსებული .GE დომენური სახელი შენარჩუნებული იქნება ნებისმიერ შემთხვევაში

 

ზედა დონის დომენი .საქართველო ამ შემთხვევაში წარმოვადგინეთ მაგალითის სახით. მის ნაცვლად შეიძლება შეირჩეს რომელიმე სხვა დამტკიცებული სტრიქონი.

 

გთხოვთ, კენჭი უყაროთ წარმოდგენილ ახალ ინტერნაციონალიზებულ დომენურ სახელებს ქვეყნის კოდის დომენში შესარჩევად

 

გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი წინადადებები ახალი ინტერნაციონალიზებული ქვეყნის კოდის ზედა დონის დომენური სახელის შესარჩევად

 


თანდართული დოკუმენტები:

პროგრამის ოფიციალური Web-გვერდი
ახალი დომენური სახელის შერჩევის კრიტერიუმები და მოთხოვნები
პრეზენტაციის მასალები (04-12-2009)
ძირითად ცნებათა განმარტებები