Facebook   Twitter   Youtube   Myvideo   Mail  App Store  

რეგულირებასიხშირეთა მართვა

სიხშირეთა მართვა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, შეიქმნა ახალი, on-line ინტერფეისი სიხშირული მინიჭებისათვის საჭირო ტექნიკური ფორმების წარმოებისათვის, რომლის მისამართია http://geo.gncc.ge/fr.

ტექნიკური ფორმის შესავსებად საჭიროა:
1. გადავდეთ მისამართზე http://geo.gncc.ge/fr;


2. მარჯვენა ზედა კუთხეში ვაჭერთ ღილაკს "ტექნიკური პარამეტრები"

3. ტექნიკურ პარამეტრებზე გადასვლის შემდეგ ჩნდება სესაბამისი გვერდი, საცად "ანკეტის დამატება"-ზე დაწკაპუნებით ხდება ახალი ტექნიკური დანართის ფორმის გამოძახება და მისი შევსება;

4. იმისათვსი რომ დაადასტუროთ, გამოგვიგზავნოთ ან/და ამობეჭდოთ თვენს მიერ შევსებული საანკეტო ფორმა, საჭიროა რედაქტირების დასრულება "შენახვა" ღილაკზე დაჭერით*;

*ყურადღება: თუ "შენახვა" ღილაკი არ არის გააქტიურებული, ეს ნიშნავს იმას რომ ერთი ან მეტი სავალდებულო ველი არაა შევსებული.

5. "შენახვა" ღილაკზე დაჭერრის შედეგად თქვენ შექმენით და დამოგვიგზავნეთ ტექნიკური დანართის ფორმა. შენახვის დროს საინფორმაციო ფანჯარა გაცნობებთ თქვენი ანკეტის ნომერს, რომელიც გამოგადგებათ შევსებული ანკეტის შემდგომი რედაქტირებისას (თუ მოითხოვა საჭიროებამ). გარდა ამისა შესაბამისი ელ. ფოსტა გამოიგზავნება თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე და გააქტიურდება ღილაკი "ბეჭდვა";

6. ნებისმიერ დროს თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი ანკეტის შევსება (სხვა სიხშირული მინიჭებისათვის) და ჩაუტაროთ რედაქტირება უკვე არსებულ საანკეტო ფორმას (ამისათვის საჭიროა მისი მოძებნა ანკეტის ნომრისა და თქვენი ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით).

თუ კი თქვენ შეგექმნათ რაიმე სახის პრობლემა ანკეტის შევსების დროს, ან საჭირო გახდა ტექნიკური სახის კონსულტაცია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 399164, 899221060.

 

პატივისცემით,
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.