|
ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს მიმართოს თავად ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელს ან/და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ან პირდაპირ სასამართლოს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური განიხილავს თქვენს საჩივარს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებთან დაკავშირებით:
- ადგილობრივი სატელეფონო კავშირით მომსახურება;
- საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურება;
- მობილური სატელეფონო კავშირით მომსახურება;
- ინტერნეტით მომსახურება;
- მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურება.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის კომპეტენციაში შედის შემდეგი საკითხების შესწავლა და განხილვა:
- მომხმარებლის არასათანადო ინფორმირება მომსახურების მიწოდების პირობების თაობაზე;
- ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების პირობები;
- ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის დაზიანება;
- სადაო დავალიანება;
- მომსახურების პირველადი ჩართვა;
- მომსახურების შეზღუდვის ან/და შეწყვეტის პირობები;
- ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტით განსაზღვრული სხვა საკითხები.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაგვიკავშირდით. საკონტაქტო ინფორმაცია ტელ/ფაქსი: (+995 32) 2 399505 ელ.ფოსტა: post@gncc.ge მისამართი: თბილისი, 0144, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18
|