საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენისა და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „ძველი ქალაქის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B71 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2014 წლის 31 ივლისის №402/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით

სხდომის თარიღი: ნოემბერი 07, 2019 15:00

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 04, 2019 0:25

ცნობა  №  19-27

საჯარო გაცნობისათვის  დოკუმენტების  წარდგენისა  და ზეპირი მოსმენის გამართვის შესახებ შპს „ძველი ქალაქის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B71 ლიცენზიის მოდიფიცირებისა  და კომისიის 2014 წლის 31 ივლისის №402/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით

,,მაუწყებლობის  შესახებ” საქართველოს     კანონის     38-ე   მუხლის   მე-9   პუნქტის,   45-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის   ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების, ასევე კომისიის 2019 წლის 03 ოქტომბრის Nგ-19-23/573 გადაწყვეტილებების შესაბამისად, კომისიაში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ძველი ქალაქის“ კერძო რადიომაუწყებლობის №B71 ლიცენზიის მოდიფიცირებისა  და კომისიის 2014 წლის 31 ივლისის №402/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით.

ზემოაღნიშნულ საკითხზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 111-ე მუხლის შესაბამისად, საკითხის ზეპირი მოსმენა გაიმართება 2019 წლის 07 ნოემბერს, 15:00 საათზე (მისამართი: 0144 თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. №50/18); იმავე კოდექსის 118-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს უფლება წარმოადგინოს თავისი წერილობითი მოსაზრებები არაუგვიანეს 2019 წლის 07 ნოემბრისა.

 

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები