გადაწყვეტილება N 44 შ.პ.ს.”კავკასიის ციფრული ქსელები-CDN”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 44 / 1

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 29, 2000

მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2000

შ.პ.ს.”კავკასიის ციფრული ქსელები-CDN”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონოს 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კავკასიის ციფრული ქსელები-CDN” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 21 დეკემბრის N03/4-963  დადგენილებით):

        ა). ლიცენზია N 827 გაცემული 26.01.1999 წელი - მოქმედების ვადა 30.12.2008 წელი

ლიცენზიის სახეობა: თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი: მონაცემთა გადაცემის ქსელის მშენებლობა, ექსპლუატაცია და მომსახურება საქართველოს ტერიტორიაზე

        ბ). ლიცენზია N 828  გაცემული 26.01.1999 წელი - მოქმედების ვადა 30.12.2008 წელი

ლიცენზიის სახეობა: თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი: ქ.თბილისიდან მიწისზედა თანამგზავრული სადგურის საშუალებით ინტერნეტში ჩართვა შემდეგ სიხშირულ მონაკვეთებში: მიღებაზე 10,95-11,45 გგჰც, გადაცემაზე 14,0-14,5 გგჰც და ინტერნეტ სერვის პროვაიდერობა საქართველოს ტერიტორიაზე

        გ).  ლიცენზია N 829  გაცემული 26.01.1999 წელი - მოქმედების ვადა 30.12.2008 წელი

ლიცენზიის სახეობა: თანამგზავრული და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი: საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეფონო და ფაქსიმელური კავშირის ოპერატორი; კოდი 8-66

        დ). ლიცენზია N 830  გაცემული 26.01.1999 წელი - მოქმედების ვადა 30.12.2008 წელი

ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი: საერთო სარგებლობის სატელეფონო ქსელში ჩართვა; სერიული ნომრით სარგებლობა

       ე).  ლიცენზია N 1065 გაცემული 20.07.1999 წელი - მოქმედების ვადა 20.07.2009 წელი

ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი: ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ქსელის მშენებლობა

        ზ). ლიცენზია N 1066  გაცემული 20.07.1999 წელი - მოქმედების ვადა 20.07.2009 წელი

ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი: ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ქსელის ექსპლუატაცია

        თ). ლიცენზია N 1067  გაცემული 20.07.1999 წელი - მოქმედების ვადა 20.07.2009 წელი

ლიცენზიის სახეობა: ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი: ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო ქსელით მომსახურება

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

  

კომისიის  თავმჯდომარე:

ვ.აბაშიძე.