გადაწყვეტილება N 45 შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება- ტელერადიო კომპანია ”იბერია-ტვ”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 45 / 1

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 29, 2000

მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2000

შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება- ტელერადიო კომპანია ”იბერია-ტვ”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ‘კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება-ტელერადიო კომპანია „იბერია-ტვ” (რეგისტრირებული              ქ. თბილისის დიდუბის  რაიონული სასამართლოს 1996 წლის 17 ივნისის N2/4-657  დადგენილებით):

        ლიცენზია N 702 გაცემული 06.08.98 წ – მოქმედების ვადა 29.07.2003 წ.

ლიცენზიის სახეობა -  სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი   - მე-2 სატელევიზიო არხი, 600 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე:

ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები