გადაწყვეტილება N 46 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სენაკის ტელეკომპანია ”ეგრისი”-ის ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 46 / 1

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 29, 2000

მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2000

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სენაკის ტელეკომპანია ”ეგრისი”-ის ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და   "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სენაკის ტელეკომპანია „ეგრისი” (რეგისტრირებული ქ. სენაკის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 7 დეკემბრის N56/4-11  დადგენილებით):

             ლიცენზია N 952 გაცემული 14.06.99 წ- მოქმედების ვადა 23.04.2004წ

ლიცენზიის სახეობა - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი - სატელევიზიო მაუწყებლობა 1-ლი სატელევიზიო არხზე 10 ვტ სიმძლავრის გადამცემის მეორადი გამოყენების უფლებით, ანტენის სიმაღლე – 30 მეტრი, მიწის ზედაპირიდან (ქ. სენაკის ტერიტორია).

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე:

ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები