გადაწყვეტილება N 47 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება”ზარი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 47 / 1

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 29, 2000

მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2000

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება”ზარი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

  გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ზარი” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკის რაიონული სასამართლოს 1993 წლის 1 ივნისის     N297/4-03  დადგენილებით):

ლიცენზია N 1142 გაცემული 01.09.99 წ- მოქმედების ვადა 5 (ხუთი) წელი.

ლიცენზიის სახეობა: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი: 21-ე, 22-ე, 24-ე, 29-ე, 31-ე, 32-ე, 34-ე და 36-ე სატელევიზიო არხები (ქ. თბილისი, ატენის ქუჩა და მისი მიმდებარე ტერიტორია).

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე:

ვ.აბაშიძე.