გადაწყვეტილება N 49 ეკოლოგიური კავშირის “ადამიანი და ბიოსფერო”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 49 / 1

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 29, 2000

მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2000

ეკოლოგიური კავშირის  „ადამიანი და ბიოსფერო”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა  და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში ეკოლოგიური კავშირი  „ადამიანი და ბიოსფერო” (რეგისტრირებული ქ. ზუგდიდის  რაიონული სასამართლოს 1998 წლის 4 დეკემმბრის N14/9-16  დადგენილებით):

ლიცენზია N 833 გაცემული 10.05.99 წ- მოქმედების ვადა ხუთი (5) წელი.

ლიცენზიის სახეობა - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი  - 102,9 მგჰც სამუშაო სიხშირე 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით და წრიულად მოქმედი ანტენის ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებით.

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

 

კომისიის  თავმჯდომარე:

ვ.აბაშიძე.