გადაწყვეტილება N 51 შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება “ელექტრა”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემებისშეტანის შესახებ

ნომერი: 51 / 1

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 29, 2000

მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2000

შეზღუდული პასუხიმგებლობის საზოგადოება „ელექტრა”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემებისშეტანის შესახებ

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და"კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ელექტრა” (რეგისტრირებული ქ. ხაშურის რაიონის  სასამართლოს 1998 წლის 6 მაისის N65/4-86  დადგენილებით):

ლიცენზია N 631 გაცემული 08.98 წ - მოქმედების ვადა ათი (10) წელი

ლიცენზიის სახეობა  - ადგილობრივი და საქალაქთაშორისო კავშირებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი - სატელეფონო კავშირებით მომსახურება ქ. ხაშურსა და ხაშურის რაიონის   სოფლებში.

2. მოდიფიცირებულ იქნეს შ.პ.ს.’ელექტრა”-ს N 631 ლიცენზია საკუთარი განცხადების თანახმად და  „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის       ა) ქვეპუნქტის საფუძველზე განსაკუთრებული პირობებით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების - ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის დაწყების - ვადა  განესაზღვროს 2001 წლის 31 დეკემბრამდე.

3. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე:

ვ.აბაშიძე.