გადაწყვეტილება N 52 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.”მაია-ტვრ”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა დაუწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 52 / 1

გამოქვეყნების თარიღი დეკემბერი 29, 2000

მიღების თარიღი დეკემბერი 29, 2000

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.”მაია-ტვრ”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა დაუწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მაია-ტვრ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს  რაიონული სასამართლოს 1999 წლის 27 ივლისის N5/4-2129  დადგენილებით):

ლიცენზია N 1149 გაცემული 30.09.99 წ- მოქმედების ვადა30.08.2004წ

ლიცენზიის სახეობა - სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი - დეციმეტრული დიაპაზონის 24-ე (404-502 მგჰც) და 32 (558-566 გჰც) სატელევიზიო არხები საკაბელო ქსელით მომსახურებისათვის.

2. მოდიფიცირებულ იქნეს შ.პ.ს.”მაია-ტვრ”-ს N 1149 ლიცენზია საკუთარი განცხადების თანახმად და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის ა) ქვეპუნქტის საფუძველზე განსაკუთრებული პირობებით გათვალისწინებული პრაქტიკული საქმიანობის დაწყების – ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის გაწყების - ვადა  განესაზღვროს 2001 წლის 1 ივნისამდე.

3. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის   უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე:

ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები