გადაწყვეტილება N 11 შ.პ.ს.”ინფოტელი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 11 / 5

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 25, 2001

მიღების თარიღი იანვარი 25, 2001

შ.პ.ს.”ინფოტელი”-ს ხელახალ რეგისტრაციაში  გატარებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის  54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" კომისიის დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1.გატარდეს ხელახალ რეგისტრაციაში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ინფოტელი” (რეგისტრირებული ქ.თბილისის ვაკის   რაიონული სასამართლოს 1997 წლის 30 მაისის N5/4-1280  დადგენილებით):

ა).ლიცენზია N 725 გაცემული 10.08.98წ. - მოქმედების ვადა 29.07.2003 წ.

ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება თანამგზავრული სისტემის გამოყენებით

ლიცენზიის საგანი: მონაცემთა გადაცემის ქსელით მომსახურება

ბ).ლიცენზია N 728 გაცემული 10.08.98წ. - მოქმედების ვადა 29.07.2003 წ.

ლიცენზიის სახე: თანამგზავრული ან/და საერთაშორისო სისტემებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება

ლიცენზიის საგანი: სატელეკომუნიკაციო სისტემებით მომსახურება

ლიცენზია N 728-ის  დანართი1 : ლიცენზიის მე-4 პუნქტში შეტანილია ცვლილება

ლიცენზიის საგანი:  სატელეკომუნიკაციო სისტემებით მომსახურება, მათ შორის ხმისა და მონაცემების გადაცემა, საერთაშორისო და ადგილობრივი შემომავალი და გამავალი კავშირების ჩათვლით.

ლიცენზია N 728-ის  დანართი2: კომპანიას გამოეყო საერთაშრისო და საქალაქთაშორისო ოპერატორის არჩევისათვის შეღწევადობის კოდი 8-19.

2.შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს   გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე

ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები