გადაწყვეტილება N 38 ი/მ “კონსტანტინე ბარამიძე”-სათვის მობილური ტელეფონის აპარატების რეალიზაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 38 / 7

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 16, 2001

მიღების თარიღი თებერვალი 16, 2001

ი/მ  „კონსტანტინე ბარამიძე”-სათვის მობილური ტელეფონის აპარატების რეალიზაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

  • მიეცეს ნებართვა 2001 წლის 15 აპრილამდე ი/მ „კონსტანტინე ბარამიძე”-ს 110 ცალი GSM 900/1800 მგჰც სიხშირეზე მომუშავე მობილური ტელეფონის აპარატების (მოტოროლა - 10 ც, ერიქსონი - 10 ც, ნოკია – 10 ც, სიმენსი – 10 ც, სონი – 10 ც, პანასონიკი - 10 ც, ფილიპსი - 10, ალკატელი – 10 ც, ბოში – 10 ც, მაქსონი – 10 ც, ეიზერი – 10 ც)  რეალიზაციაზე.
  • აღირიცხოს ი/მ „კონსტანტინე ბარამიძე”-ს რეალიზაციისთვის განკუთვნილი GSM 900/1800 მგჰც სიხშირეზე მომუშავე მობილური ტელეფონის აპარატები შესაბამის მონაცემთა ბაზაში.
  • კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურის უფროსს თ.ძაგნიძეს.
  • კომისიის თავმჯდომარე                                                                    ვ. აბაშიძე

    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები