გადაწყვეტილება N 43 შ.პ.ს.”ინფორმკავშირი”-ს კუთვნილი ლიცენზიების მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

ნომერი: 43 / 2

გამოქვეყნების თარიღი თებერვალი 16, 2001

მიღების თარიღი თებერვალი 16, 2001

შ.პ.ს.”ინფორმკავშირი”-ს კუთვნილი ლიცენზიების მოდიფიცირებისა და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391-ე  მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად

 გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

   1.მოდიფიცირებულ იქნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ინფორმკავშირი”-ს (რეგისტრირებული ქ. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1996 წლის30 აგვისტოს N32/4-94  დადგენილებით):

         ა).ლიცენზია N 57 გაცემული 30.05.95 წ - მოქმედების ვადა ხუთი (5) წელი.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა

ლიცენზიის საგანი: რადიო არხი 102,000 მგჰც, სიმძლავრე 15 ვტ. (ქ.ზესტაფონი და მიმდებარე სოფლები)

         ბ).ლიცენზია N 323 გაცემული 26.08.97 წ - მოქმედების ვადა 01.08.2000 წ.

ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება

ლიცენზიის სახეობა: საეთერო ტელერადიომაუწყებლობა

ლიცენზიის საგანი: ტელემაუწყებლობის ორგანიზება სატელევიზიო მე-9 არხზე 30 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიული სამსახურის უფროსს გ. კვერენჩხილაძეს.

კომისიის  თავმჯდომარე:                                ვ.აბაშიძე.

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები