საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის №40 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-19-17 / 467

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 12, 2019 14:44

მიღების თარიღი აგვისტო 08, 2019 14:44

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის №40 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2019 წლის 08 აგვისტოს N40 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად 

გადაწყვიტა:

1.    კომისიის 2019 წლის 08 აგვისტოს N40 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: სს „რუსთავის აზოტისთვის“ არაავტორიზებადი საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური  დანიშნულებით  რადიოსიხშირული  სპექტრით  სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

2. კომისიის 2019 წლის   08 აგვისტოს N40 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3. გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

კახი ბექაური   კომისიის თავმჯდომარე 

 ელისო ასანიძე   კომისიის წევრი

 ვახტანგ აბაშიძე   კომისიის წევრი 

გიორგი ფრუიძე  კომისიის წევრი 

 მერაბ ქათამაძე  კომისიის წევრი

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №40 სხდომის დღის წესრიგი

 

ქ. თბილისი   2019  წლის 08 აგვისტო, 15:00 საათი

 

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის N40 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ნ.შოვნაძე - ადმინისტრაციის უფროსის მ.შ.);

2.  შპს „ტელეკომპანია პირველისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის                           შესახებ    (მომხს.    თ.ხუხუნაიშვილი    -    სამართლებრივი    დეპარტამენტის    მთავარი სპეციალისტი);

3.  შპს „ტვ სარფისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. თ.ჭელიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

4.  შპს  „ტვ  სარფისთვის“  ადმინისტრაციული  სახდელის  დაკისრების  თაობაზე    (მომხს.  თ.გოშუა  -სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

5. შპს „ტენეტისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

6. შპს „ბრეძასთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

7. შპს  „ქიზიყი  ჯგუფისთვის“  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების  საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

8. შპს „ვიონი საქართველოსთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის თაობაზე (მომხს. თ.გოშუა - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

9.  შპს  „ვიონი  საქართველოსთვის“  ნუმერაციის  რესურსით  სარგებლობის  უფლებების  მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

10. შპს „კატენას“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

11. სს  „რუსთავის  აზოტისთვის“   არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის  დამხმარე  ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

12. საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული  კომისიის  აპარატის  ორგანიზაციული  ცვლილებების განხორციელების თაობაზე (მომხს. თ.ბოკუჩავა - ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი; თანამომხს. თ.ჭელიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

13. „სსიპ    „საქართველოს    კომუნიკაციების    ეროვნული    კომისიის    ორგანიზაციული    მოწყობის სტრუქტურისა და  პოზიციების  ნუსხის  დამტკიცების  თაობაზე“ კომისიის 2017 წლის 14 დეკემბრის N816/22 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. თ.ბოკუჩავა - ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი; თანამომხს. თ.ჭელიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი);

14. “საქართველოს    კომუნიკაციების    ეროვნული    კომისიის    დებულების    დამტკიცების    შესახებ” კომისიის 2016 წლის 1 მარტის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზნით ადმინისტაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. თ.ბოკუჩავა - ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი; თანამომხს. თ.ჭელიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).

თანდართული დოკუმენტები: