საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის №45 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: გ-19-17 / 502

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 07, 2019 20:33

მიღების თარიღი სექტემბერი 05, 2019

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის №45 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ (შემდგომში “კომისია”) განიხილა კომისიის 2019 წლის 05 სექტემბრის N45 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტი და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 121  მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.    კომისიის 2019 წლის 05 სექტემბრის N45 სხდომის დღის წესრიგში დამატებით შეტანილ იქნეს 1 (ერთი) საკითხი: შპს „გიგაბიტის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი).

2.    კომისიის 2019 წლის 05 სექტემბრის N45 სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდეს წარმოდგენილი სახით (თან ერთვის);

3.    გადაწყვეტილება ცალკე გასაჩივრებას არ ექვემდებარება;

4.    კონტროლი      აღნიშნული      გადაწყვეტილების      შესრულებაზე      დაევალოს      კომისიის ადმინისტრაციას (ო.ვოტ).

მერაბ ქათამაძეკომისიის თავმჯდომარე - მ.შ. 

გიორგი ფრუიძეკომისიის წევრი

ელისო ასანიძე კომისიის წევრი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის №45 სხდომის დღის წესრიგი

ქ. თბილისი   2019  წლის 05 სექტემბერი, 15:00 საათი

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2019 წლის N45 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ (მომხს. ო.ვოტ - ადმინისტრაციის უფროსი);

2.  შპს „მთავარი არხის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2019 წლის 18 აპრილის №238/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

3.  შპს „ჯიმობაილისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

4. შპს „სატელიტ პლიუსისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის    განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

5. შპს „მედიაკომისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

6. შპს „ვესტლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

7. შპს  „Airnet  აირნეტს“-ისთვის  ადმინისტრაციული  პასუხისმგებლობის  დაკისრების  თაობაზე საკითხის    განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

8.  შპს „სტუდია მაესტროს“ და შპს „ტელეიმედის“ მიმართ სსიპ „საქართველოს ეროვნული ბანკის“ განცხადების (Nშ-2-14/3231; 26.08.19) კომისიის მიერ განსახილველად მიღების საკითხის განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

9. შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მეგა-ტვ“-ისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საკითხის  განხილვის შესახებ (მომხს. ნ.ამირიძე - სამართლებრივი დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი);

10. შპს  „უსაფრთხოების  სამსახური  კასკადისთვის“  არაავტორიზებადი   საქმიანობისთვის  დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

11. შპს „სავაჭრო  ცენტრი     დიდუბისთვის“     არაავტორიზებადი  საქმიანობისთვის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის  უფლების მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

12. საქართველოს    რადიომოყვარულთა    ლიგისთვის    რადიოელექტრონული    საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

13. რადიომოყვარულ მარინა  ჯიქიასთვის  რადიოელექტრონული   საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ     (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

14. რადიომოყვარულ რევაზ კეკელიასთვის რადიოელექტრონული საშუალებებისა და მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის სახმობის მინიჭების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

15. შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის მაუწყებლობის განახლების თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

16. შპს „გიგაბიტის“ მიერ ავტორიზაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი).

17. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის (საქმე №3/3358-13) გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, „რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის NF11 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2013 წლის 22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი);

18.  რადიოსიხშირული  სპექტრით  სარგებლობის  №F11  ლიცენზიის  გაუქმებისა  და  კომისიის  2013 წლის  22 ივლისის №460/6 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (მომხს. მ.ქადეიშვილი - ლიცენზირების, ავტორიზაციის და ნებართვების დეპარტამენტის უფროსი).

 

 

თანდართული დოკუმენტები: