საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 4 მაისის № 339/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ნომერი: გ-19-19 / 570

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 07, 2019 23:48

მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2019

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012  წლის 4 მაისის № 339/13 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიის 2012   წლის 4 მაისის № 339/13 გადაწყვეტილებით შპს „სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღას“  მინიჭებული აქვს რადიოსიხშირე,  3650მჰც ± 14მჰც (ზოლის სიგანით 28მჰც) სატელევიზიო სტუდიიდან (ქ.ფოთი, მშვიდობის ქ. №4),  სატელევიზიო გადამცემამდე  (ქ.ფოთი, მეშვიდე კილომეტრის დასახლება)  მაუწყებლობის სიგნალის  მისაწოდებლად, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, სალიცენზიო პირობების შესრულების  უზრუნველყოფის მიზნით, კერძო მაუწყებლობის № B27 ლიცენზიის მოქმედების ვადით (ვადა 31.12.2021).

კომისია აღნიშნავს, რომ  შპს „სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა“  ფლობდა კერძო მაუწყებლობის №B27 ლიცენზიას  (მოქმედების ვადა 31.12.2021)  კერძო საერთო ტელემაუწყებლობაზე და  სალიცენზიო პირობების შესაბამისად   ახორციელებდა ტელემაუწყებლობას  ქ. ფოთში, 35-ე სატელევიზიო არხზე,  10 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.

2015 წლის 17 ივნისს ძალაში შევიდა საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“, რომლის შესაბამისად ტელემაუწყებლობისთვის გაუქმდა ლიცენზირების რეჟიმი და ტელემაუწყებლობა დაექვემდებარა ავტორიზაციას .შესაბამისად დღეის მდგომარეობით შპს „სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა“ ფლობს კერძო საერთო ტელემაუწყებლობის ავტორიზაციას (ავტორიზაციის თარიღი 14.07.2015),

რის

საფუძველზეც

ახორციელებს

ტელემაუწყებლობას.

კომისია   აღნიშნავს,  რომ კომისიის 2006 წლის 30 ივნისის №6 დადგენილებით დამტკიცებულ  „რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში“ განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად რადიოსიხშირული ზოლი 3400 მჰც ÷ 3800 მჰც გათვალისწინებულია, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებისთვის განკუთვნილი მიწისზედა სადგურების ფუნქციონირებისთვის. შესაბამისად კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია განხორციელდეს აღნიშნული სიხშირული ზოლის გამონთავისუფლების პროცედურები. ამ მიზნით შპს „სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღას“ კომისიამ შესთავაზა მის მფლობელობაში არსებული 3650 მჰც ± 14 მჰც რადიოსიხშირის შეცვლა 4010 მჰც ± 14 მჰც რადიოსიხშირით (კომისიის წერილი № გ-19-06/2570, 26.08.2019). შპს „სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღამ“   მიმდინარე წლის 12 სექტემბერს №შ-19-7/3699 წერილით თანხმობა გამოთქვა კომისიის 2012   წლის 4 მაისის №339/13 გადაწყვეტილებით მინიჭებული სიხშირის შეცვლაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ რადიოსიხშირული სპექტრის მართვის დეპარტამენტის 2019 წლის  13  სექტემბრის  №19-10-1778  სამსახურებრივი  ბარათის  თანახმად,  შპს  „სამაუწყებლო

კომპანია მეცხრე ტალღას“,

 

3650 მჰც ± 14 მჰც რადიოსიხშირის ნაცვლად

შესაძლებელია მიენიჭოს 

4010 მჰც ± 14 მჰც

სიხშირე.

ყოველივე        ზემოაღნიშნულის        გათვალისწინებით  საქართველოს    ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, კომისიამ კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. შევიდეს ცვლილება „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012  წლის 4 მაისის №339/13 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.   მიენიჭოს შპს „სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღას“ რადიოსიხშირე,   4010 მჰც ± 14მ ჰც (ზოლის სიგანით 28 მჰც) სატელევიზიო სტუდიიდან (ქ.ფოთი, მშვიდობის ქ. №4),  სატელევიზიო გადამცემამდე               (ქ.ფოთი,   მეშვიდე   კილომეტრის   დასახლება)       მაუწყებლობის   სიგნალის მისაწოდებლად, ცალმხრივი მოქმედების რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის, დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, 2021 წლის 31 დეკემბრამდე;“

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღისთვის“ ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში;

3. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს შპს „სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღისთვის“ ჩაბარებისთანავე;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღისთვის“ გაგზავნა (ნ. ჯავახიძე) და კომისიის ოფიციალურ ვებ გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება (ნ. შოვნაძე);

5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი) და სპექტრის ტექნილოგიის დეპარტამენტს  (ლ. ლაშქარავა).

კახი ბექაური   კომისიის თავმჯდომარე

  ელისო ასანიძე   კომისიის წევრი

 გიორგი ფრუიძე   კომისიის წევრი

 მერაბ ქათამაძე   კომისიის წევრი

 

 

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები: