შპს „მთავარი არხის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2019 წლის 18 აპრილის №238/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-19-2 / 503

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 10, 2019 13:23

მიღების თარიღი სექტემბერი 05, 2019

შპს „მთავარი არხის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2019 წლის 18 აპრილის №238/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „მთავარმა არხმა“ (ყოფილი შპს „კომედი არხი“, ს/კ 404574518) (კომისიაში  რეგისტრაციის  №შ-19-6/3535,    26/08/2019)  მაუწყებლობის ავტორიზაციის  (BR-5062,18/04/2019) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას სურს სპეციალიზებული (გასართობი (კომედიური, იუმორისტული, სატირა)/მუსიკალური/სპორტული/საგანმანათლებლო- შემეცნებითი/საბავშვო) მაუწყებლობის ნაცვლად საერთო მაუწყებლობის განხორციელება.

კომისია  აღნიშნავს, რომ  შპს  „მთავარი  არხი“  კომისიის  2019  წლის  18  აპრილის  №238/1 გადაწყვეტილებით ფლობს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაციას (BR-5062, 18/04/2019), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით:

ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი (კომედიური, იუმორისტული,სატირა)/მუსიკალური/სპორტული/საგანმანათლებლო-შემეცნებითი/საბავშვო) ტელემაუწყებლობა;

დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 12 საათი;

ვ)   მაუწყებლობის   გავრცელების   ტექნოლოგია   და   აღნიშნულის   შესაბამისად   მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი (შპს „სტერეო+“-ის მულტიპლექსი);

ვ.ბ) თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები (საქართველო, Eutelsat

36);  ვ.გ)  ინტერნეტი (საქართველო);

ვ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო); ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა) ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი - ღია (უფასო);

ზ.ბ) თანამგზავრული სისიტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურები - უფასო;

ზ.გ) ინტერნეტი - უფასო;

ზ.დ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - უფასო.

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისიის 2019 წლის 5 სექტემბრის სხდომას ესწრებოდნენ შპს „მთავარი არხის“ წარმომადგენლები: თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი. კომისიის სხდომაზე თამთა მურადაშვილმა დაადასტურა, რომ შპს „მთავარი არხი“ და მისი დამფუძნებლები არ წარმოადგენენ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს. მან ასევე აღნიშნა, რომ შპს „მთავარი არხი“ საერთო მაუწყებლობას დაიწყებს 2019 წლის 9 სექტემბერს.

კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება შესაბამისად ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს შპს „მთავარი არხის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5062, 18/04/2019) მოდიფიცირება და კომისიის 2019 წლის 18 აპრილის №238/1 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა.

ყოველივე   ზემოაღნიშნულის   გათვალისწინებით,   კომისიამ,   „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირდეს შპს „მთავარი არხის“ (ს/კ 404574518) მაუწყებლობის ავტორიზაცია (BR-5062,18/04/2019), შევიდეს ცვლილება კომისიის 2019 წლის 18 აპრილის №238/1 გადაწყვეტილებაში გადაწყვეტილების პირველი პუნქტის გ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა;“

2. შპს „მთავარი არხი“ ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული; გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

3. დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა; ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტ):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „მთავარი არხისთვის“  გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  კოლეგიაში  (ქ.  თბილისი,  დავით  აღმაშენებლის  ხეივანი  მე-12  კმ.;  N6)  შპს „მთავარი არხისთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „მთავარი არხისთვის“ ჩაბარებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი   და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს  (ი. მახარაძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი და მე–2 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი). 

მერაბ ქათამაძე  კომისიის თავმჯდომარე - მ.შ. 

 ელისო ასანიძე  კომისიის წევრი 

 გიორგი ფრუიძე  კომისიის წევრი

 

 

 

 

 

თანდართული დოკუმენტები: