შპს „ჯიემთივის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2019 წლის 25 ივლისის №გ-19-1/442 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ნომერი: გ-19-2 / 619

გამოქვეყნების თარიღი ნოემბერი 05, 2019 10:47

მიღების თარიღი ოქტომბერი 31, 2019

 

შპს „ჯიემთივის“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირებისა და კომისიის 2019 წლის 25 ივლისის №გ-19-1/442 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას   განცხადებით   მიმართა   შპს   „ჯიემთივიმ“   (კომისიაში   რეგისტრაციის   №შ-19-7/4077, 25/10/2019) მაუწყებლობის ავტორიზაციის (BR-5064, 25/07/2019) მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, კომპანიას სურს ორივე ტექნოლოგიით მაუწყებლობის განხორციელება დაიწყოს 2019 წლის 15 დეკემბერს.

კომისია  აღნიშნავს,  რომ  შპს  „ჯიემთივი“  მაუწყებლობაზე  ავტორიზებულია  (BR-5064, 25/07/2019), შემდეგი საავტორიზაციო პირობებით: ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 6 საათი;

ვ)   მაუწყებლობის   გავრცელების   ტექნოლოგია   და   აღნიშნულის   შესაბამისად   მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო);

ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო);

ზ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა:

ზ.ა)ინტერნეტი - უფასო;

ზ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები  - უფასო; თ) მაუწყებლობის დაწყების ვადა:

თ.ა) ინტერნეტით მაუწყებლობა - 2019 წლის 8 აგვისტომდე;

თ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - 2019 წლის 25 ოქტომბრამდე;

კომისია აღნიშნავს, რომ ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად ავტორიზაცია, ავტორიზაციის პირობების მოდიფიცირება და მაუწყებლის ინიციატივით ავტორიზაციის შეჩერება ან გაუქმება ხორციელდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

კომისიის 2019 წლის 31 ოქტომბრის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ჯიემთივის“ წარმომადგენელი.

კომისია აღნიშნავს, რომ სხდომაზე არ გამოვლენილა მოდიფიცირების დამაბრკოლებელი გარემოება   შესაბამისად   ზემოაღნიშნულის   გათვალისწინებით,   კომისიას   მიაჩნია,   რომ   უნდა განხორციელდეს   შპს   „ჯიემთივის“ მაუწყებლობის   ავტორიზაციის   (BR-5064,   25/07/2019) მოდიფიცირება.

ყოველივე   ზემოაღნიშნულის   გათვალისწინებით,   კომისიამ,   „მაუწყებლობის  შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1.  მოდიფიცირდეს  შპს  „ჯიემთივის“  (ს/ნ  406284391)  მაუწყებლობის  ავტორიზაცია  (BR-5064, 25/07/2019), შევიდეს ცვლილება კომისიის 2019 წლის 25 ივლისის №გ-19-1/442 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების პირველი პუნქტის თ.ა) და თ.ბ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ.ა) ინტერნეტით მაუწყებლობა - 2019 წლის 15 დეკემბრამდე;

თ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - 2019 წლის 15 დეკემბარმდე;

2. შპს „ჯიემთივი“ ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე კომისიისთვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

3. დაევალოს კომისიის სამართლებრივ  დეპარტამენტს:

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა (ნ. ლორთქიფანიძე);

ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა (ნ. ლორთქიფანიძე);

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტი):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჯიემთივისთვის“  გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ  კოლეგიაში  (ქ.  თბილისი,  დავით  აღმაშენებლის  ხეივანი  მე-12  კმ.;  N6)  შპს

„ჯიემთივისთვის“  ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ჯიემთივისთვის“ ჩაბარებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების პირველი და მე–2 პუნქტების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე (გარდა პირველი, მე–2 და მე-4 პუნქტებისა) დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივი დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

 

მერაბ ქათამაძე   თავმჯდომარე - მ.შ. 

ელისო ასანიძე   წევრი

ვახტანგ აბაშიძე    წევრი

თანდართული დოკუმენტები: