შპს „ჯეო მედიას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B59 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №838/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

ნომერი: გ-19-23 / 571

გამოქვეყნების თარიღი ოქტომბერი 08, 2019 0:06

მიღების თარიღი ოქტომბერი 03, 2019

შპს „ჯეო მედიას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B59 ლიცენზიის მოდიფიცირებისა  და  კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №838/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ 

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული   კომისია  (შემდგომში ,,კომისია”)  აღნიშნავს, რომ  კომისიას განცხადებით (კომისიაში რეგისტრაციის №7/7998-17, 16.10.17) მიმართა შპს „ჯეო მედიამ“ მისი კუთვნილი კერძო რადიომაუწყებლობის №B59 ლიცენზიის მოდიფიცირების მოთხოვნით. კერძოდ კომპანია ითხოვს გადამცემის გადატანას ქ. ქუთაისში გელათის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე შპს „დატაკომის“ ანძაზე. როგორც წერილშია აღნიშნული მითითებულ ანძაზე გადამცემის გადატანით რადიომაუწყებელი შეუფერხებლად იმუშავებს, ვინაიდან გაუადვილდებათ გადამცემის ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა.

საქართველოს  კომუნიკაციების  ეროვნული   კომისია  (შემდგომში ,,კომისია”)  აღნიშნავს, რომ შპს „ჯეო მედია“ 2021 წლის 31 დეკემბრამდე ფლობს კერძო რადიომაუწყებლობის№B59 ლიცენზიას კომისიის 2011 წლის 30 დეკემბრის №838/6, 2018 წლის 25 იანვრის №28/5 გადაწყვეტილებების და შპს „მომავლის რეკლამასა“ და შპს „ჯეო მედიას“ შორის 2018 წლის 25 იანვარს გაფორმებული „რადიოსიხშირის ლიცენზიების გადაცემის და აპარატურის ნასყიდობის შესახებ“ ხელშეკრულების თანახმად განსაზღვრული შემდეგი სალიცენზიო პირობებით:

ა) ლიცენზიის სახე:  რადიომაუწყებლობა;

ბ) ლიცენზიის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) კერძო მაუწყებლობის ქვესახეობა: სპეციალიზებული (გასართობი) რადიომაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: რადიომაუწყებლობა 105.0 მგჰც სიხშირეზე 100 ვტ-ის სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ქ. ქუთაისი და მიმდებარე სოფლები.

კომისია აღნიშნავს, რომ კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მიერ      წარმოდგენილი     სამსახურეობრივი     ბარათის     (№19-10/1856,     24/09/2019)     თანახმად, დეპარტამენტში განხილულ იქნა შპს „ჯეო მედიას“ მოთხოვნა და განხორციელდა 105,0 მჰც რადიო სამაუწყებლო გადამცემით გასხივებული სიგნალის ვირტუალური გავრცელების მოდელირება სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის (ICS Telecom) გამოყენებით იმგვარად, რომ შენარჩუნებულიყო  ელექტრომაგნიტური  თავსებადობა  სხვა  რადიოსამაუწყებლო  გადამცემების მიმართ. შედეგად კერძო რადიომაუწყებლობის №B59 ლიცენზიის მოდიფიცირება შესაძლებელია შემდეგი ტექნიკური მახასიათებლების დაცვით:

 

გადამცემის და ანტენის განთავსების ადგილი

 

 

სიხშირე

(მჰც)

 

 

მოდუ ლაცია

პოლარ იზაცია V / H

 

 

გასხივება

 

გადამცემის სიმძლავრე

 

(ვტ)

 

გეოგრაფიული კოორდინატები

ანტენის დაკიდების სიმაღლე მიწის ზედაპირიდან (მ)

ანტენის გაძლიერების კოეფიციენტი (დბ)

 

ქ. ქუთაისი

 

105.0

 

FM

 

V

 

წრიული

 

100

 

42°16'48.7"N

42°44'18.3"E

 

35

 

7

შენიშვნა: გადამცემი სადგურის განთავსება შესაძლებელია მითითებული კოორდინატის მიმართ 500მ რადიუსის ფარგლებში, ზღვის დონიდან გადამცემი ანტენის დაკიდების სიმაღლის შენარჩუნებით (ცდომილება±5მ).

კომისია აღნიშნავს, რომ კერძო რადიომაუწყებლობის №B59 ლიცენზიაში დამატებითი ტექნიკური პარამეტრების მითითება აუცილებელია, ვინაიდან მოქმედი FM გადამცემების ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით ხდება თავისუფალი სიხშირული რესურსის დაგეგმარება 87.5-108 მჰც დიაპაზონში, შესაბამისად აღნიშნული გადამცემების განთავსების ადგილის, ანტენის დაკიდების სიმაღლის და სხვა ტექნიკური მახასიათებლების რეალურ პირობებში გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს ლიცენზიის პირობებს.

ასევე აღსანიშნავია, რომ №B59 ლიცენზიის სალიცენზიო პირობებში მითითებული სამაუწყებლო ზონების განმარტება აღარ შეესაბამება კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებას, რომლის თანახმად 87.5მჰც-დან 108.0მჰც-მდე სიხშირულ დიაპაზონში ადგილობრივი რადიომაუწყებლობის ზონა არის საკონკურსო პირობით განსაზღვრული, ერთი ან რამდენიმე გადამცემი სადგურის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისი მომსახურების სახმელეთო ტერიტორია, რომელიც პირობითად შემოსაზღვრულია ამ ტერიტორიაზე განთავსებული სადგურის ან/და სადგურების მიერ შექმნილი სამაუწყებლო დონის სიგნალის ზღვრული მინიმალური მნიშვნელობის მქონე წერტილთა ერთობლიობის მომვლებით. შესაბამისად მიზანშეწონილია მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონის   კომისიის 2006 წლის 5 დეკემბრის №10 დადგენილებაში მითითებული განმარტების შესაბამისად განსაზღვრა.

კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზიის, ამავე ლიცენზიის მფლობელის განცხადების საფუძველზე      მოდიფიცირების      მოთხოვნის      შემთხვევაში,      კომისია      ხელმძღვანელობს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისადაც, აკრძალულია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის იმგვარად მოდიფიცირება, რომელიც გამოიწვევს ლიცენზიის სახეობის შეცვლას ან ლიცენზიით განსაზღვრული სამოქმედო ზონის სიდიდის ცვლილებას.

კომისიის აპარატის სპექტრისა და ტექნოლოგიის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი სამსახურეობრივი ბარათის (№19-10/1931, 03/10/2019) თანახმად თეორიული გათვლების მიხედვით, წარმოდგენილი ტექნიკური მახასიათებლების დაცვით მაუწყებლობის შემთხვევაში, ლიცენზიის სამოქმედო ზონა არ შეიცვლება.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 3 ოქტომბრის სხდომას არ ესწრებოდა შპს „ჯეო მედიას“ წარმომადგენელი.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიის მოდიფიცირების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობაში ან მაუწყებლობის სფეროს პრიორიტეტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა;

ბ) კომისიის ან ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიაჩნია, რომ ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. კერძოდ, სახეზეა ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ) ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა: კომისიის და ლიცენზიის მფლობელის დასაბუთებული მოთხოვნა ლიცენზიაში ცვლილებების შეტანის თაობაზე; ამავე დროს, შპს „ჯეო მედიას“ კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიის   მოდიფიცირების   შემთხვევაში   არ   დაირღვევა   „მაუწყებლობის   შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მოდიფიცირება ხორციელდება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ ,,მაუწყებლობის  შესახებ” საქართველოს     კანონის     38-ე   მუხლის   მე-9   პუნქტის,   45-ე   მუხლის   პირველი   პუნქტის   ბ) ქვეპუნქტის,  საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  63-ე  და 115-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „ჯეო მედიას“ კერძო რადიომაუწყებლობის №B59   ლიცენზიის   მოდიფიცირებისა და    კომისიის   2011   წლის   30   დეკემბრის   №838/6 გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

2.   ზეპირი   მოსმენის   სხდომა   გაიმართოს   2019   წლის   7   ნოემბერს   15:00   სთ-ზე,   ხოლო გადაწყვეტილების მიღება მოხდეს ზეპირი მოსმენის გამართვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას (ო.ვოტ):

ა) საჯარო გაცნობისათვის ცნობის გამოქვეყნება ინტერნეტში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე; ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ჯეო მედიასთვის“ გაგზავნა;

4.  გადაწყვეტილება     ცალკე     გასაჩივრებას  არ ექვემდებარება     საქართველოს     ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე  მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.

5.   კონტროლი   აღნიშნული   გადაწყვეტილების   შესრულებზე   დაევალოს  კომისიის აპარატის სამართლებრივ დეპარტამენტის ავტორიზაციის და ლიცენზირების ჯგუფს (მ. ქადეიშვილი).

ელისო ასანიძე   კომისიის წევრი

გიორგი ფრუიძე    კომისიის წევრი

მერაბ ქათამაძე   კომისიის წევრი

კახი ბექაური კომისიის თავმჯდომარე

თანდართული დოკუმენტები: