შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ს მაუწყებლობის განახლების თაობაზე

ნომერი: გ-19-3 / 510

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 10, 2019 13:28

მიღების თარიღი სექტემბერი 05, 2019

შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ს მაუწყებლობის განახლების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია“) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-მა (კომისიაში რეგისტრაციის №19-7/3510 23.08.19) ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სამაუწყებლო საქმიანობის განახლების შესახებ. განცხადების თანახმად კომპანია მაუწყებლობას განაახლებს 2019 წლის პირველ ოქტომბერს.

კომისია აღნიშნავს, რომ შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ს საკუთარი განცხადების საფუძველზე შეჩერებული ჰქონდა ავტორიზაცია 2018 წლის 12 აპრილიდან. კომპანიამ ავტორიზაციის განახლების თაობაზე კომისიას მიმართა 2019 წლის 23 აგვისტოს. კომისიამ განაახლა შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის ავტორიზაცია 2019 წლის 27 აგვისტოს. ავტორიზაციის განახლების (კომპანიის მონაცემების კომისიის უწყებრივ რეესტრში ასახვა) თაობაზე კომპანიას ეცნობა წერილობით.

კომისია აღნიშნავს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-112 და მე-114 პუნქტის თანახმად ავტორიზაცია შეჩერდება:

ა) ავტორიზებული პირის მიერ მითითებული ვადით;

ბ) მაუწყებლობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის  წარდგენამდე; გ) დარღვევის აღმოფხვრამდე.

ავტორიზებული პირის მიერ მითითებული ვადით და მაუწყებლობის განახლების შესახებ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენამდე ავტორიზაციის შეჩერებისას ავტორიზაცია განახლდება კომისიის მიერ მაუწყებლის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების მომენტიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია მაუწყებელს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში ატარებს ავტორიზაციის განახლების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.

ამავე კანონის 451 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად მაუწყებლობის განახლება ხდება ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში გატარების შემდეგ კომისიისათვის საქმიანობის განახლების შესახებ შეტყობინების გაგზავნისა და კომისიის მიერ ამ შეტყობინების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული აქტის გამოცემის შემდეგ.

კომისია აღნიშნავს, რომ 2019 წლის 5 სექტემბრის სხდომას ესწრებოდა  შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის  წარმომადგენელი ლია ახალაძე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ უნდა განახლდეს შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის მაუწყებლობა იგივე საავტორიზაციო პირობებით, რასაც კომპანია ფლობდა ავტორიზაციის შეჩერებამდე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 და 38-ე მუხლების შესაბამისად, კენჭისყრის შედეგად, ერთხმად

გადაწყვიტა:

1. განახლდეს შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-ის მაუწყებლობა შემდეგი საავტორიზაციო პირობებით: ა) მაუწყებლობის სახე: ტელემაუწყებლობა;

ბ) მაუწყებლობის სახეობა: კერძო მაუწყებლობა;

გ) მაუწყებლობის ქვესახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; დ) მაუწყებლობის ენა/ენები: ქართული;

ე) მაუწყებლობის მინიმალური ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში: 24 საათი;

ვ)  მაუწყებლობის  გავრცელების  ტექნოლოგია  და  აღნიშნულის  შესაბამისად  მაუწყებლობის  გავრცელების გეოგრაფიული არეალი:

ვ.ა) ინტერნეტი (საქართველო)

ვ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები (საქართველო); ზ) მაუწყებლობის დაწყების ვადა: 2019 წლის პირველ ოქტომბერი;

თ) მაუწყებლობის ხელმისაწვდომობა: თ.ა) ინტერნეტი - უფასო;

თ.ბ) მაუწყებლობის გავრცელების სხვა ტექნოლოგიები - უფასო.

2. შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“  ვალდებულია:

ა) დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა;

ბ) დაიცვას ავტორიზაციის ყველა პირობა, რომლებიც მის საავტორიზაციო განცხადებაშია ასახული;

გ) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

დ)  ყოველკვირეულად  გამოაქვეყნოს  და  კომისიას  მიაწოდოს  მომდევნო  კვირის  პროგრამების  განრიგი, პროგრამების დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით;

ე) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერტიფიკატი; დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;

ვ)  კომისიას  წარუდგინოს  მაუწყებლობის  პროცესში  ტელეპროგრამების  გავრცელების  უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; უზრუნველყოს ავტორიზაციით განსაზღვრული საქმიანობის დაწყებამდე

10   დღით   ადრე   კომისიისთვის   მის   მიერ   მაუწყებლობის   პროცესში   ტელეპროგრამების   გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა.

ზ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას.

3.  დაევალოს  კომისიის  აპარატის  ლიცენზირების,  ავტორიზაციისა  და  ნებართვების    დეპარტამენტს  (მ. ქადეიშვილი):

ა) სათანადო მონაცემების კომისიის ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში შეტანა; ბ) ამონაწერის გაცემის უზრუნველყოფა;

4. დაევალოს კომისიის ადმინისტრაციას (ო. ვოტი):

ა) აღნიშნული გადაწყვეტილების დამოწმებული ასლის შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-სთვის“ გაგზავნა;

ბ) აღნიშნული გადაწყვეტილების კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.gncc.ge) გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.; N6) შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-სთვის“ ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება ძალაში შევიდეს მისი დამოწმებული ასლის შპს „ტელე-რადიო კომპანია TV-7“-სთვის“ ჩაბარებისთანავე;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების მე–2 პუნქტის შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს (ი. მახარაძე);

8.  კონტროლი  აღნიშნული  გადაწყვეტილების  შესრულებაზე  (გარდა  მე–2  პუნქტისა)  დაევალოს  კომისიის აპარატის ლიცენზირების, ავტორიზაციისა და ნებართვების  დეპარტამენტს (მ. ქადეიშვილი).

ელისო ასანიძე   კომისიის წევრი

მერაბ ქათამაძე   კომისიის თავმჯდომარე - მ.შ.

გიორგი ფრუიძე   კომისიის წევრი

თანდართული დოკუმენტები: